6:49 PM თუთიყუში ნიმფა (იგივე კორელა) | |
ნიმფა არის თუთიყუშისნაირთა რიგის ერთ-ერთი ოჯახის – კაკადუების წარმომადგენელი. უფრო ზუსტად კი ის შავი კაკადუების ქვეოჯახის კორელების გვარის ერთადერთი სახეობაა. ცოტათი რთულია არა? რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი ამის ცოდნა დაწვრილებით, საკმარისია ვიცოდეთ რომ ნიმფა მცირე კაკადუა.ნიმფების ბუნებრივი ფერი ნაცრისფერია, ალბათ ამიტომ ბევრისთვის ისინი არ იგივდებიან ხასხასა და მდიდარი შეფერილობის სხვა თუთიყუშებთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნიმფა სხვა სახეობაზე ნაკლებია. მათი ძირითადი მახასიათებლი ნიშნებია (ისევე, როგორც სხვა კაკადუებისა): საკმაოდ მაღალი ქოჩორი, გრძელი კუდი და სტაფილოსფერი "ლოყები”. სხეულის სიგრძე 30-33 სმ-ია, აქედან კუდზე მოდის სიგრძის თითქმის ნახევარი 14-16 სმ. ნიმფები დაახლოებით 90 გრამს იწონიან. მდედრებისა და მამრების შეფერილობა განსხვავებულია: მამრი უფრო ხასხასა ფერებით გამოირჩევა, ბუმბულის ძირითადი ნაწილი მუქი რუხია, ქოჩორი და "სახე” – ყვითელი. თუმცა, დღეს შესაძლებელია სხვადასხვა შეფერილობის ნიმფების პოვნაცსქესის დადგენა ბუნებრივი შეფერილობის (რუხი, ნაცრისფერი) და ე.წ. ლუტინი (თეთრი და ყვითელი) ნიმფების სქესის დადგენა არც თუ ისე რთულია. როგორც ცნობილია, თუთიყუშები (ისევე, როგორც სხვა ფრინველები) იცვლიან ბუმბულს . არც ნიმფები წარმოადგენენ გამონაკლისს. ყველა ნიმფა ბუმბულის პირველ გამოცვლამდე (რაც 4-დან 9 თვემდე ასაკში ხდება) დედალს ჰგავს. თუ კორელას, ადრეულ ასაკში რამე ავადმყოფობა აქვს გადატანილი, შესაძლოა ზრდასრული ფრინველის შეფერილობა მხოლოდ ბუმბულის მეორედ გამოცვლის შემდეგ მიიღოს. ყველაზე ადვილად ნაცრისფერი ნიმფების სქესი დგინდება: მამალს ყვითელი თავი და ხასხასა ნარინჯისფერი "ლოყები” აქვს, დედალს თავი ნაცრისფერი აქვს, "ლოყები” – ნარინჯისფერი, თუმცა ნაკლებად ხასხასა. მდედრ ნიმფებს ფრთების "შიგნითა მხარეს” თეთრი ლაქები აქვთ, მამრებს -არა. | |
|