Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 20 » თუთიყუში ცისარტყელა
10:08 PM
თუთიყუში ცისარტყელა
ცისარტყელა თუთიყუში ავსტრალასიანთა სახეობას მიეკუთვნება, რომელიც აღმოჩენილ იქნა ავსტრალიაში, აღმოსავლეთ ინდონეზიაში, პაპუა–ახალი გვინეაში, ახალ კალედონიაში, სოლომონის კუნძულებსა და ვუნუატუზე. ეს თუთიყუში საშუალო ზომისაა. მისი სიგრძეა 25–30 სმ, ხოლო ფრთის შლილი აღწევს 17 სმ–ს. წონა მერყეობს 75–157 გრამებს შორის. თავი აქვს ლურჯი, მწვანესთან და ყვითელთან ერთად. ზედა ნაწილები აქვს მუქი მწვანე. გულმკერდი – წითელი და ლურჯი, დასაშვებია შავიც. პატარებს აქვთ შავი ნისკარტი რომელიც თანდათან ღიავდება და იღებს ფორთოხლისფერს.

ცისარტყელა თუთიყუშები ძირითადად მოგზაურობენ წყვილებად, ზოგჯერ კი უხმობენ სხვებს, რომ იფრინონ ჯგუფურად. წყვილები იცავენ თავიანთ საკვებს და ბუდეს, სადაც ისინი ცხოვრობენ. მათ დევნიან არა მხოლოდ პატარა, არამედ დიდი ზომის ფრინველებიც.

ავსტრალიაში მათი გამრავლება ჩვეულებრივ გაზაფხულზე ხდება, ე.ი სექტემბრიდან დეკემბრამდე, მაგრამ სხვადასხვა რეგიონში ეს სხვადასხვაგვარად ხდება, რაც დამოკიდებულია გარემოსა და კვებაზე. მათი ბუდე სხვადასხვა ზომისაა. შეიძლება იგი იყოს მაღალი ხის ჭრილში, მაგალითად, ევკალიპტის, პალმის ღეროების და ა.შ. ზოგჯერ ერთი წყვილი სხვა წყვილთან ერთად აშენებს ბუდეს. თუთიყუში დებს 1–დან 3 კვერცხამდე და ზის 25 დღის განმავლობაში. ინკუბაციის პერიოდი მხოლოდ მდედრის მოვალეობაა.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 2385 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: თუთიყუში ცისარტყელა | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.