6:37 PM თუთიყუში არატინგა | |
მზის არატინგა არატინგათა გვარის ერთ-ერთი ულამაზესი წარმომადგენელია.სხეულზე ბუმბულის ძირითადი ნაწილი კაშკაშა ყვითელი აქვთ, "სახე” და მკერდი ნარინჯისფერი, ფრთები და კუდი – მწვანე. ფეხები და კანი თვალის ირგვლივ – ნაცრისფერი. მდედრისა და მამრის გარჩევა მხოლოდ გარეგანი ფაქტორების გათვალისწინებით თითქმის შეუძებელია. სხეულის სიგრძე 30 სმ-ია.გავრცელებულია გაიანაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ვენესუელასა და ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში.სახლობენ ტყეებში, ჭალებსა და სავანებში. გამრავლების პერიოდში წყვილებად ან პატარ-პატარა ჯგუფებად ნაწილდებიან, სხვა დროს კი დიდ ჯგუფებში ერთიანდებიან. ძალიან ფრთხილი ფრინველია. ბუნებაში მათი დანახვა რთულია, უფრო ხშირად მათი ხმის გაგებაა შესაძლებელი. მდედრი და მამრი ძალიან მიჯაჭვულები არიან ერთმანეთზე, დროის უმეტეს ნაწლს ერთად ატარებენ.იკვებეიან სხვადასხვა ნაყოფით, თხილით, ხილითა და ბოსტნეულით.გამრავლებას 4 წლის ასაკიდან იწყებენ. ბუდობენ ხის ფუღუროებში, უმეტესად პალმებში. ერთ ჯერზე 2-დან 6 კვერცხამდე დებენ. ინკუბაციის პერიოდი 23 დღეა. ახალგაზრდა ფრინველები ბუდეს 3 თვის ასაკში ტოვებენ.ევრპაში პირველად 1862 წელს ლონდონში შეიყვანეს. ტყვეობაში 25-30 წელს ცოცხლობენ. | |
|