8:25 PM უდაბნოს დეს ედერი | |
ოჯახი: ასპიტისებრნი გვარი: Acanthophis სახეობა: უდაბნოს დეს ედერი ქვესახეობები: არ არსებობს მაქს. ზომა: 70 სმ. შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი გავრცელების არეალი: ავსტრალია. საბინადრო გარემო: გვხდება ავსტრალიის ქვიშიან ადგილებში. გარეგნული აღწერილობა: ამ სახეობას აქვს მოკლე და სქელი სხეული, სამკუთხედი ფორმის თავი და წვრილი კუდი. იზრდებიან საშუალოდ 70 სმ.-მდე. აქვთ მოწითალო ან მოყვითალო სხეული, ძლიერი ან მკრთალი ლენტებით, რომლებიც შერწყმულია საბინადრო გარემოსთან და წარმოადგენს კამუფლაჟს. კუდს იყენებს როგორც სატყუარას სანადიროდ, ხოლო მათი ეშვები ყველაზე გრძელია ავსტრალიის შხამიან გველებს შორის. კვება: ეს გველი იკვებება ძირითადად ხვლიკებით, გეკონებით, ბაყაყებით და მცირე ზომის ძუძმწოვრებით. შეუძლიათ ჩასაფრებულნი უცდიდნენ მსხვერპლს დღეები. გამრავლება: ეს გველები წყვილდებიან გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში. არიან ცოცხლადმშობები და შობენ პატარებს გვიან ზაფხულს ან შემოდგომის დასაწყისში. ახალშობილების რაოდენობა მიახლოებით არის 8 - 13. ცხოვრების წესი და ქცევა:უდაბნოს დეს ედერი იკბინება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საფრთხე მასთან ძალიან ახლოსაა. აქტიურობენ ღამით. დღისით მათ ძალიან იშვიათად ნახულობენ. შეუძლიათ ბუჩქებზე ცოცვა დილით მზის სითბოს მისაღებად. შხამი: ძლიერი შხამია და სწრაფი შეტევის უნარი, ხდის მას ერთ-ერთ საშიშ გველად დედამიწაზე. უდაბნოს დეს ედერის შხამი არის ძლიერ ტოქსიკური, რომელიც შეიცავს ნეიროტოქსინებს. აქვთ საკმაოდ დიდი ეშვები და შხამის შეყვანის მოცულობაც დიდია. ზოგიერთ მსხვერპლში კბენის სიმპტომები ვლინდება დაგვიანებით (12 სთ.). | |
|