Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » უნივერსალური რეცეპტები ძალების აღსადგენად
6:10 PM
უნივერსალური რეცეპტები ძალების აღსადგენად
როგორ მოვახერხოთ ძალების მობილიზება და დაკარგული ენერგიის დროულად აღდგენა? გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც თავის სწრაფად მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.

თუ მთელი ღამე თვალიც ვერ მოხუჭეთ, მხოლოდ დილით ჩაგთვლიმათ, წინ კი დაძაბული სამუშაო დღე გელით, ძალების აღსადგენად:

• მიიღეთ კონტრასტული შხაპი;

• მიირთვით 1 ს/კ თაფლი და დალიეთ ცივი წყალი;

• 3-4 წუთის განმავლობაში ივარცხნეთ თმა;

• იპოვეთ კვირისთავთან პატარა ჩაღრმავება და ცერა თითით 1-2 წუთის განმავლობაში იზილეთ;

• სამსახურში მისვლისთანავე სავარძელში ჩაჯექით, მაგრად დახუჭეთ თვალები, ორივე ხელის თითები გადააჯვარედინეთ და სხეული დაჭიმეთ.

როცა მნიშვნელოვანი სამსახურებრივი შეხვედრა გელით:

• ყინულით ან ცივ წყალში დასველებული ხელსახოცით კარგად დაიზილეთ კისრისა და ყელის მიდამოები _ ასეთი ქმედებით, ყურადღების უკეთ კონცენტრირებას შეძლებთ;
• რამდენჯერმე მოხარეთ და გაშალეთ თითები _ უკეთ განეწყობით სამუშაოდ;

როცა უსიამოვნო შეხვედრა გელით:
დაიმახსოვრეთ, რომ ამ დროს ძალზე მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თავდაცვა. საუბრის დროს, ხელები და ფეხები გადააჯვარედინეთ და არავითარ შემთხვევაში არ უყუროთ თანამოსაუბრეს თვალებში.

როდესაც შინაგანად აფორიაქებული ხართ:

• დასამშვიდებლად ცივი წყალი დალიეთ;

• 1-2 წუთის განმავლობაში ისრისეთ ჯერ ყურის ბიბილოები, შემდეგ _ ნიჟარები; ბოლოს კი კისერი დაიზილეთ.

თუკი სამუშაო დღის ბოლოს თავს გამოფიტულად გრძნობთ, შინ კი თქვენს ყურადღებას და სითბოს მონატრებული ოჯახის წევრები გელიან:

• ჩამოირეცხეთ მთელი დღის უარყოფითი ემოციები კონტრასტული შხაპის დახმარებით;

• 5 წუთით მაინც წამოწექით, დახუჭეთ თვალები და ეცადეთ, არაფერზე იფიქროთ;

• რამდენჯერმე მოხარეთ და გაშალეთ თითები, რაც ყურადღების კონცენტრირებაში დაგეხმარებათ;

• რამდენჯერმე დახუჭეთ და გაახილეთ თვალები.

დაბოლოს: არასდროს დაიძინოთ ვინმეზე ნაწყენმა ან ნაჩხუბარმა. თუ დამნაშავე ხართ, ყოველთვის დროულად მოიხადეთ ბოდიში. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მშვიდად დაძინებას.
კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 844 | დაამატა: balu | ტეგები: უნივერსალური რეცეპტები ძალების აღსა | რეიტინგი: 5.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.