Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 22 » უსაფრთხოების ღვედი
9:59 PM
უსაფრთხოების ღვედი
"უსაფრთხოების ღვედი" - ინგლისურ ენაზე "Seat belt",წარმოადგენს იმ პასიური უსაფრთხოების ღვედს,რომელიც განკუთვნილია ავტომობილის,ან რაიმე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მგზავრებისათვის ავარიისაგან ან ძლიერი სამუხრუჭე გაჩერებისაგან თავდაცვისათვის.ეს მარტივი,თუმცა საკმაოდ ეფექტური მოწყობილობა ჯერ კიდევ ასი წლის წინათ გამოიყენებოდა.მიუხედავად ამისა ცნობილია,რომ იგი იმ პერიოდში არ ყოფილა გამოგონებული და განკუთვნილი ავტომობილებისათვის.თანამედროვე "უსაფრთხოების ღვედი"-ს წინამორბედი ჯერ კიდევ 1800 წელს იქნა შექმნილი ენთუზიასტ-კონსტრუქტორების მიერ,მაშინ როდესაც ისინი ცდილობდნენ საფრენი აპარატის მეშვეობით "ზეცის დაპყრობას".თუმცა პირველად იგი,როგორც პასიური უსაფრთხოების ღვედი ოფიციალურად შემოთავაზებულ იქნა,ცნობილი ინგლისელი გამომგონებლისა და მეცნიერის - სერ ჯორჯ კეილის (1773-1857 წლები) მიერ XIX საუკუნის დასაწყისში.1903 წელს დიდმა ფრანგმა მეწარმემ და ავტოკომპანია Renault-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა - ლუის რენომ შექმნა ხუთპუნქტიანი უსაფრთხოების ღვედი,რასაც მალევე მის ბაზაზე ავტოკომპანია Volvo-ს მიერ სამპუნქტიანი უსაფრთხოების ღვედის შექმნა მოჰყვა.თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იმ პერიოდის ავტომანქანებს ძალიან დაბალი სიჩქარე გააჩნდათ და შესაბამისად არ საჭიროებდნენ "უსაფრთხოების ღვედებს".ამასთან ავტომობილების რაოდენობაც ძალიან მცირე იყო.ექსპერიმენტალური რემნები პირველად 1930-იანი წლების მეორე ნახევარში გამოჩნდა,მაშინ,როდესაც მასიურად დაიწყო "ჩქაროსნული გზების" აგება.მიუხედავად ამისა "უსაფრთხოების ღვედი" მაინც არ გახდა ფართოდ გამოყენების ინსტრუმენტი ევროპულ ავტოკომპანიებში.პირველი საავტომობილო უსაფრთხოების ღვედების მასიურად გამოყენება დაიწყო ამერიკაში "ფორდის" ტიპის ავტომობილებზე,მხოლოდ და მხოლოდ 1950-იან წლებში და ასეთ ღვედებს "ორპუნქტიან ღვედებად" მოიხსენიებდნენ (ძირითადად სწორედ ასეთი ღვედები გამოიყენება დღეს ავტომობილებსა და ავიაციაში).ყველაზე ეფექტურ "უსაფრთხოების ღვედებად" მაინც სამპუნქტიან ღვედებს მიიჩნევენ,რომლებიც ფართოდ იქნა გამოყენებული შვედეთში 1950-იან წლებში.ავიაციის ისტორიაში პირველად უსაფრთხოების ღვედი გამოიყენა,ფრანგული ავიაციის პიონერად წოდებულმა - ადოლფ პეგუმ 1913 წელს.მიუხედავად ამისა 1930-იან წლებში ის ავიაციაში მაინც არ გამოიყენებოდა.
თანამედროვე სამყაროში "უსაფრთხოების ღვედი" ყველა სატრანსპორტო საშუალებისათვის უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს წარმოადგენს და არც ერთი სატრანსპორტო საშუალება (ველოსიპედის გარდა) "უსაფრთხოების ღვედის" გარეშე არ იწარმოება.
კატეგორია: გამოგონებები | ნანახია: 978 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: უსაფრთხოების ღვედი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.