3:15 PM ვახტანგ გორგასალი | |
ვახტანგ გორგასალი V საუკუნის პირველ ნახევარში ქართლი ერთადერთი ქვეყანა იყო ამიერ კავკასიაში, სადაც ადგილობრივი მეფის ხელისუფლება ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. V საუკუნეში ქართლის სამეფო ტახტზე ავიდა 7 წლის ვახტანგ გორგასალი. დედა საგდუხტი, ამიერკავკასიის მირზპანის ქალიშვილი იყო. როცა ვახტანგი ტახტზე ავიდა ქართლში ვითარება საფუძვლიანად შეცვლილი იყო. ხარკის უზომოდ გადიდების გამო, დიდაზნაურობა ირანის შაჰს კართან დაახლოებითა და კავშირს ცდილობდა იმისთვის, რომ მეფის მტკიცე ხელიდან თავი დაეღწიათ. დიდაზნაურების ასეთ მცდელობას ირანის შაჰი უჭერდა მხარს და საკუთარი მეფის წინააღმდეგ აქეზებდა. ამის თვალნათელი მაგალითი იყო ქვემო ქართლის მართველი ვარსქენ პიტიახშის მოქმედება. მან ქრისტიანობა უარყო და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიგო. უფრო კარგად, რომ დაახლოვებოდა ირანის შაჰს ვარსქენმა თავის ცოლს შუშანიკს უბრძანა ქრისტიანობა უარყვეო თუმცა შუშანიკი არ დათანხმდა და არსქენმა ის მოკლა. ვახტანგის დროს ქართლს ესეოდა ალან-ოსები და ჰუნები. ისინი არბევდნენ ქვეყანას , აიღეს ქალაქი კასპი და ტყვედ წაიყვანეს ვახტანგის და მირანდუხტი. მეფემ ვახტანგი ირანის მარზპანისაგან დამხმარე ჯარი სთხოვა ირანიც დაეთანხმა თანაც ირანს აინტერესებდა როგორ ბრძოლობდნენ ქართველი ხალხი და საბრძოლველად წავიდა. მან ამ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა თავისი და ქართლში დააბრუნა. მან საევე დაიბრუნა კლარჯეთი რომელიც ბიზანტიას ჰქონდა დაპყრობილი და ისევ ქართლს შემოუერთა, ასევა მან იქ ააგო ციხე-გოჯი არტანუჯი, რომელიც ერისთავის რეზიდენციად იქცა. V საუკუნის 70-იან წლების დასაწყისში ვახტანგმა საეკლესიო რეფორმას მიხედა. მან გაათავისუფლა უღირსი ეპისკოპოსები და თავად მიქაელის მთავარი ეპისკოპოსისი გადაყენებაც უნდოდა. როცა ეს შეიტყო მიქაელმა მან შეურაწყოფა მიაყენა მეფე ვახტანგს. ამის შემდეგ მთავარი ეპისკოპოსი მისი ახლობელი პეტრე გახდა, ხოლო მიქაელი გადაასახლა. ამის შემდეგ ვახტანგმა ბრძანება გასცა მოეკლათ ვარსქენ პიტიახში ეს მოხდა 482 წელს. | |
|