9:57 PM Vashlis Perogi / ვაშლის პეროგი | |
ინგრედიენტები:
1) 200 გ გაცრილი ფქვილი 2) 100გ მარგანინი 3) 2 ს. კ ცივი წყალი 4) 1 კვერცხის გული 5) 1 კგ ვაშლი ცოტა მომჟავო 6) 2 ს.კ ლიმნის წვენი 7) 100 გ შაქარი 8) 3 კვერცხი 9) 125 გ ნაღები 1.ფქვილი, მარგანინი, ცივი წყალი და კვერცხის გულისგან მოვზილოთ ცომი 2. ცომი ერთიანი მასა უნდა გახდეს 3. გადავახვით ცელოფანში და მაცივარში შევინახოთ 2 სთ. 4. 2 საათის შემდეგ გამოვიღოთ და გადავაბრყელოთ მრგვალ ჟარონაზე, ისე რომ გვერდებზეც ამოეწიოს ცომი... (მე ჟარონა დიდი ავიღე და ცომი გვერდებზე აღარ ავწიე, ძალიან თხელდებოდა) ჩავრთოთ ღუმელი 200 გრ.ზე 5.გავთალოთ ვაშლები, გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ გულები, თხელ ფირფიტებად ჩავჭრთ და ცომზე დავადოთ, ზევიდან კი ვაშლებს ფუნჯით გადავუსვათ ლიმნის წვენი. შევდგათ ცხელ ღუმელში 30-35 წთ. საშუალო სიმაღლეზე. 6. ავთქვიფოთ 3 კვერცხი და შაქარი კარგათ, ისე რომ შაქარი აღარ ეტყობოდეს. 7. დავამატოთ ნაღები და კიდევ კარგად ავთქვიფოთ.... 8. გამოვიღოთ ღუმელიდან უკვე შეწითლებული ვაშლები და 9. ზევიდან მოვასხათ ეს გამზადებული მასა. 10. შევდგათ ისევ ღუმელში 20-30 წთ და გამოვაცხოთ. როცა მზად იქნება, დავაცადოთ რომ გაცივდეს ცოტა და შემდეგ გავჭრათ ან ამოვიღოთ ფორმიდან... წყარო: http://perfectcook.org | |
|