2:10 PM ვაჟას მოგონებები | |
ერთხელ,პეტერბურგში ყოფნის დროს,ვაჟას და გიორგის (ვაჟას უფროსი ძმა) ფული სრულიად გამოლეოდათ და მშივრები დადიოდნენ თურმე ქუჩაში იმის იმედით,რომ იქნება ვინმე ნაცნობი შეგვხვდეს და გვაჭამოს რამეო.ამ დროს შეხვედრიათ ნაცნობი გერმანელი სტუდენტი.ჩვეულებრივი მისალმების შემდგომ გერმანელს უთქვამს: "წამოდით,ბილიარდი ვითამასოთ და,ვინც წააგებს,სადილი იმან გადაიხადოსო".ვაჟას გაუხარდა თურმე,რადგან ბილიარდ კარგად თამაშობდა და მოგების იმედი ჰქონდა. ამის შემდეგ ამ ამბავს ვაჟა ასე იხსენებდა: "გერმანელის ლუდხანაში ჩავედით.რა თქმა უნდა,ჩემი ძმა გიორგიც იქ არის,იმედი მაქვს,რომ მოვიგებ.გიორგის სიხარულს საზღვარი არ აქვს,მამხნევებს,თან თვალს მიშვება და მეუბნება: ეგრე,ძმაო,ეგრე,ვაჟავ,ერთი მუცლები მაინც ამოვივსოთო.თამაში ჩემს სასარგებლოდ დასრულდა და ჩვენ უკვე სადილისსთვის ვემზადებოდით,რომ ჩემი მოპირდაპირე მეუბნება: ცოტა ხანს გავალ,მოვისაქმებ,მოვალ და ვისადილოთო.წავიდა,მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა.თურმე,როგორც შემდგომში მიამბო,არც იმას ჰქონდა ფული,ისიც ჩემს დღეში ყოფილა,იმას ჰგონებია,რომ მე ბევრი ფული მქონდა,უნდოდა სადილს მე გამომრჩენოდა. ბილიარდის პატრონმა გვიყურა,გვიყურა და როცა ჩვენ სადილი აღარ მოვიკითხეთ,მოვიდა და ბილიარდის ფული მოგვთხოვა.ჩავარდი უხერხულ მდგომარეობაში.გროში ჯიბეში არ მიდევს,აღარ ვიცი,რა ვქნა.ვუხსნი ამ კაცს,რომ პირობისა და ჩვეულების მიხედვით ფული უნდა წაგებულმა გადაიხადოს,ვუთითებ წამგებზე; ვეუბნები,დაიცა,მოვა ის და გადაიხდის,მაგრამ ის დაჟინებით ფულს დაუყონებლივ ჩემგან მოითხოვს,ხმას უმაღლებს,ბიჭებს ეძახის.ბიჭებიც მოდიან და უნდათ ქუდი გირაოში წამართვან.მე ქუდს არ ვანებებ,იმათ ძალით მოინდომეს,მოიტანეს ჩემზე იერიში,მაგრამ მეც მაგრად დავხვდი.ერთი მათგანი ხელით შემეხო და მაგარი მუშტი მომთავაზა,ამას სხვებიც აჰყვნენ.გიორგი,რომელიც უბრალოდ მაყურებელი იყო ამ სერიისა,უცებ ქორივით დააფრინდა ჩემს გამრტყმელს,უმალვე ქვეშ ამოიდო და დაუწყო ცემა.რა თქმა უნდა,მეც მკლავი გავშალე და ვისაც შემოვუნიავე,ფეხებზე არავინ დავაყენე,მეორედ შემოკვრა არავის სჭირდებოდა.შეიქმნა ერთი აურზაური.მუშტრები გულგახეთქილი გარეთ გარბოდნენ,რადგან რესტორნის მეპატრონე ხმამაღლა გაჰკიოდა: მიშველეთ,ყაჩაღები დაგვეცნენო! რესტორანი დაცარიელდა,სამაგიეროდ ყველა მოსამსახურე და ლაქია იქ მოგროვდა,ყველანი მე და გიორგის მოგვესივნენ.გამშველებელი არავინ იყო,ყველა ჩვენ გვცემდა,ჩვენც ვუპასუხებდით და შეიქმნა ერთი გახურებული მუშტი-კრივი.თითო-თითო შემოჰკრავს მუშტს გიორგი,დააპირქვავებს და მე დამიძახებს: "დაჰკარიკავ,ლუკურიავ,ძმაის წირიმე!... დაჰკა... დაჰკა... აქა გყავნ შენი ძმა გიორგი!" მეტი ჩარა აღარ იყო,ძალიან უნდა მომეწადინებინა და გამებედნა,რადგან 20-25 კაცი გვესეოდა და,მართლაც,ბევრს ვადინე ცხვირ-პირიდან სისხლი,ბევრს შუბლზე კოპი დავასვი.მაგრამ რადგან ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ,ჩვენ დაღლილობა დაგვეტყო და საბოლოოდ გამარჯვება იმათი უნდა ყოფილიყო.ოთხივ კუთხიდან შემოეხვივნენ გიორგის და სცემდნენ.მე კიდევ ორ კედელშუა კუნჭულს ზურგი მივაყუდე,მუშტებს ვიქნევ და ჩემთან არავის ვუშვებ,მინდა გიორგის მივეშველო,მაგრამ ვერ ვახერხებ.უცებ გიორგი დაუსხლტა ხელიდან ამ ბრბოს,გავარდა გარეთ და მე დამიძახა: არ გატყდე,ძმაო,დაჰკა,ვაჟავ,დაჰკა,მე ახლავე პოლიციას მოვიყვანო! მართლაც,თავის დახამხამებასი გიორგიმ პოლიციის ბოქაული მოიყვანა,თავის "გოროდოვოებით".ბოქაულს ყველანი ჩივილით მისცვივდნენ: გვიშველეთ,ბატონო,ყაჩაღები დაგვეცნენ,გვიშველეთო! ბოქაულის შეკითხვაზე რესტორნის პატრონმა უპასუხა,ორი ყაჩაღია,ერთი თქვენ,რომ მოგიყვანათ,მეორე კი კუთხეში რომ დგასო - და ჩემზე მოუთითა.მე ისევ საომრად მომზადებულს,ჩემი პოზიცია მეჭირა. - როგორ?! განცვიფრებით წამოიძახა ბოქაულმა, - ეს ორი კაცი თქვენ ამოდენა ხალხს... არ მესმის... - ვინა ხართ? - მოგვიბრუნდა ბოქაული ჩვენ. კავკასიელები არიან ამათი დედაც... შესძახა ერთ-ერთმა,რომლისკენაც გავიწიე თუმცა ბოქაულმა დამაკავა. არ მესმის, - წარმოთქვა მხრების აწევით ბოქაულმა და გადმოგვხედა ჩვენ ორსა და მოპირდაპირეებს, - სირცხვილია,აბა როგორ შევადგინო ოქმი,ამოდენა ხალხი უჩივის ორ კაცს,რომ გვცემესო.დამეკარგეთ აქედან! - შეუყვირა ბოქაულმა ბრბოს და ფეხზე წამოდგა.მოგვიბრუნდა და გვითხრა - მომშორდით,თქვენი სული აქ აღ იყოს! ზარდაცემული მოჩხუბრები იმწამსვე გაიფანტ-გამოიფანტნენ.მე და გიორგი კი ჩვენს გზას დავადექით" | |
|