Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » ვენერა მილოსელი
5:05 PM
ვენერა მილოსელი
მე-XIX საუკუნის დასასრულს,ერთ-ერთ ამერიკულ გაზეთში,რომელიც გამოიცემოდა სან-ფრანცისკოში,მოყვანილი გახლდათ მეტად საინტერესო ფაქტი,რომელიც ეხებოდა მსოფლიო ხელოვნებაში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ "ქალური სილამაზის ეტალონის" ძველბერძნულ ქანდაკებას: "ვენერა მილოსელს",შექმნილს ძვ.წ.აღ-ით 130-100 წლებში.კერძოდ: სან-ფრანცისკოელმა ხელოვნების ნიმუშების მოყვარულმა,ერთ-ერთ კომპანიას შეუკვეთა ზუსტი ასლი "ვენერა მილოსელისა".მართლაც რამდენიმე კვირაში,შემკვეთმა მიიღო აღნიშნული ქანდაკების ზუსტი ასლი.როდესაც,შეფუთვა გახსნეს,რომელშიც გახვეული გახლდათ"ვენერა მილოსელის " ქანდაკება,მას არცერთი ხელი არ ჰქონდა,რამაც შემკვეთი განარისხა და თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა,რაც კომპანიამ არ დააკმაყოფილა,იმ მიზეზით,რომ იგი ზუსტი ასლი გახლდათ მის მიერ შეკვეთილი ქანდაკებისა.ამის შემდეგ შემკვეთმა კომპანიის წინააღმდეგ საქმე სასამართლოში შეიტანა.კომპანიამ თავი სასამართლოში იმით იმართლა,რომ ქანდაკების ასლი რეალობაში ზუსტად ასახავდა "ვენერა მილოსელის" ასლს (მართლაც აღნიშნულ ქანდაკებას არც ერთი ხელი არა აქვს),თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა კომპანიის არგუმენტები და დააკმაყოფილა შემკვეთის ინტერესები,რის შედეგადაც შემსრულებელს დააკისრა ჯარიმა "დაზიანებული ქანდაკებისათვის",რითიც შემკვეთი ფრიად კმაყოფილი დარჩა.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1295 | დაამატა: balu | ტეგები: miloseli, venera, ვენერა მილოსელი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.