Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 19 » ვინ დიზელი Vin Diesel
5:16 PM
ვინ დიზელი Vin Diesel
ვინ დიზელი (ნამდვილი სახელი მარკ სინკლერ ვინსენტი /Mark Sinclair Vincent/, 1967 წელს დაბადებული) – ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი. პროდიუსერული კომპანიის One Race Productions დამფუძნებელი, ასევე თამაშების სტუდიის Tigon Studios. 2002 წელს სატელევიზიო მუსიკალური არხის MTV–ის პრემიით დაჯილდოვდა ნომინაციაში 'საუკეთესო საეკრანო გუნდი' დომინიკ ტეორეტოს როლისთვის ფილმში 'ფორსაჟი'. ათლეტიკურმა აღნაგობამ იგი მძაფრ სიუჟეტიანი ფილმების ერთერთ ყველაზე ცნობილ მსახიობად აქცა 2000 წლების დასაწყისში მთავარი რიოლების შემდეგ ფილმებში 'Pitch', ' The Chronicles of Riddick', 'The Fast and the Furious','xXx' და 'A Man Apart'. არის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში ' Hannibal', რომელიც ეკრანებზე 2009 წელს გამოვა. ასევე მსახიობმა უნდა ითამაშოს დაგეგმილ მეოთხე 'ფორსაჟში', სადაც კვლავ თავისი ცნობილი როლი დომინიკ ტორეტოს უნდა შეასრულოს. მარკ სინკლერ ვინსეტი დაიბადა 18 ივლისს 1967 წელს ნიუ–იორკის გრინვიჩ–ვილიჯის რეიონში, არც ისე შეძლებულ ოჯახში. დაბადებიდან თავის ტყუპ–ძმასთან პოლთან ერთად იზრდებოდა, რომელიც სულ არ გავდა ვინს. ბიების აღზრდით დედა იყო დაკავებული სახელად დოლორესი, რომელიც ჩვეულებრივი ფსიქიატრი იყო და ასტროლოგიით იყო გატაცებული. ოჯახი ნიუ–იორკის მრავალსართულიან ბინაში ცხოვრობდა და ფულის უკმარისობას განიცდიდა. ნამდვილ მამას მომავალი მსაიობი არ იცნობდა. იმის შემდეგაც , რაც ვინ დიზელი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი, ჟურნალისტები მისი ეროვნებით არიან დაინტერესებულები: დადიოდა ჭორები, რომ მის წინაპრების შორის ინდოელები იყვნენ, იტალიელები და არაბებიც. მაგრამ მსახიობი ამ შეკითხვაზე ან ხუმრობით პასუხობს ან საერთოდ უპასუხოდ ტოვებს. 1970 წელს, უკვე სამი წლის ასაკში, ვინ დიზელმა აღმოაჩინა ინტერესი სამსახიობო საქმიანობისაკენ. ცირკში გამოსვლის ყურებისას ბიჭი კინაღამ შეუერთდა ცირკის მსახიობებს გამოსვლაში, მაგრამ ის დედამ შეაჩერა, რომელთანაც ერთად ის მოსული იყო. მიახლოვებით ამავე დროს ვინ დიზელს მამბილი გაუჩნდა ირვინი გერი უმცროსი და სამანტა და გერი ძმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა ფინანსურ მხარეზე. მაგრამ ზუსტად მისმა მამობილმა, რომელიც თეათრის ხელმძღვანელად მუშაობდა და სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდა ნიუ–იორკის უნივერსიტეტში, იმოქმედა ბიჭის მიზნებზე და ხასიათის ჩამოყალიბებაზე. ირვინს ხშირად დაყავდა თავისი ბავშვები თეატრალურ გამოსვლებზე და ფილმების პრემიერებზე. ვინ დიზელი სცენაზე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. 1974 წელს, 7 წლის ასაკში, მან თანატოლებთან ერთად გადაწყვიტა ერთერთ თეატრში შეპარვა რეკვიზიტთან სათამაშოთ. მაგრამ სცენაზე აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც სპექტაკლის რეპეტიცია უტარდებოდათ. ვინ დიზელი თავის მეგობრებთან ერთად რეჟისორმა შენიშნა. პოლიციის გამოძახების მაგივრად ამ ქალმა ბავშვებს დაუძახა, ხელში სცენარი დააკავა და ტექსტის წაკითხვა სთხოვა როლების მიხედვით. ყველაზე კარგად ვინს გამოუვიდა, ამიტომაც ქალმა შესთავაზა მას ყოველი გამოსვლისთვის სცენაზე 20 დოლარი. ბიჭი აღფრთოვანებული იყო, მაგრამ ამ მომენტიდან მას სკოლის მერე უხდებოდა რეპეტიციებზე სიარული ყოველ დღე. მალევე შედგა პირველი სპექტაკლის პრემიერა ვინ დიზელის მონაწილეობით – 'კარი დინოზავრისთვის'. მისი გამოსვლა იმდეად წარმატებული იყო, რომ ამ მომენტიდან მან მსახიობის კარიერაზე დაიწყო ოცნებობა. 17 წლამდე ის თეატრის სცენაზე გამოდიოდა. ვინ დიზელის პირადი ცხოვრება იმ დროს მისი სამსახიობო კარიერისგან განსხვავებით არც ისეთი წარმატებული აღმოჩნდა. ბავშვობაში ის საშუალო სიმაღლის და გამხდარი იყო. თან მორცხვი ხასიათისაც იყო. ამიტომაც სკოაში თავის თანატოლზე შეყვარებულმი ვინი ვერ ბედავდა მასთან მიახლოვებას, მის ძმისგან პოლისგან განსხვავებით, რომელიც დისკოტეკებზე ძალიან პოპულარული იყო ამიტომაც რამოდენიმე წლის განმავობაში ვინ დიზელი სპორტდარბაზებში ვარჯიშობდა. 1984 წელს, 17 წლის ასაკში, მომავალი მსახიობი მიხვდა, რომ თეატრში მუშაობა მას კარგ შემოსავალს არ მოუტანს. ამ დროისთვის ის უკვე შევსებული ტანის დაკუნთული ახალგაზრდა ბიჭი გახდა. გარეგნობამ ხელი შეუწყო მანხეტენზე მდებარე ერთერთ პოპულარულ ღამის კლუბში 'გვირაბში' დაცვაში სამუშაოდ მოწყობაში. მაშნ შეცვალა მსახიობმა თავისი ნამდვილი სახელი 'ვინ დიზელზე' და თავის გადაპარსვა დაიწყო. კლუბშ მუშაობის სამი წლის განმავლობაში ვინმა პირად ცხოვრებაში წამატებებს მიაღწია, ასევე მოასწრო უამრავ ჩხუბში მონაწილეობის მიღება. იმავე დროს ვინ დიზელმა ხანტერ კოლეჯში ჩააბარა, სადავ ინგლისურ ენას და კლასიკურ ლიტერატურას შეისწავობდა.ამ დროს ის სცენარების დაწერასაც სწავლობდა, როგორც ამბობდა მსახიობი, თავისი ნიჭის გამოსაყენებლად როლების დაწერისთვის. 1987 წელს ის მიატოვებს კოლეჯში სწავლას და მობეზრებულ სამუშაოს კლუბში და მშობლიური ნიუ–იორკიდან ლოს–ანჟელესის დასაბყრობად გაემგზავრება. ვინ დიზელის სამსახიობო ნიჭი ჰოლივუდში მაშინ ვერავინ შეაფასა სათანადოთ. ცოტახანში ის მოახერხებს ტელევიზიაში მოწყობას ტელემაღაზიაში გამყიდვლად. ის დღეში 18 საათს მუშაობდა . მაგრამ მსახიობი ხვდებპდა, რომ გამყიდველი და კინოს ვარსკვლავი – სხვადასხვა რამეა. ამიტომაც ის ნიუ–იორკში გადაწყვბეტს დაბრუნებას. თავისი პირველი როლი ვინ დიზელმა შეასრულა 1990 წელს პენი მარშალის დრამაში 'გაღვიძება'. მსახიობი, რომელმაც სანიტარის შეუმჩნეველი როლი შეასრულა, ტიტრებშიც არ იყო ნახსენები. ფილმი კი მოგვიანებით 'ოკარის' პრემიაზე იყო ნომინირებული. მაშინ აჩუქა დედამ არც ისე წარმატებულ შვილს წიგნი 'ფილმის შემქმნა ერთი ძველი ავტომობილის ფასში', რომელიც რიკ შმიდტმა დაწერა. ამით მას უნდოდა ეთქვა, რომ ფილმის გადაღება შეიძლება საკუთარი ძალებითაც და მცირე თანხაში. მსახიობს აზრი მოეწონა და იმის შემდეგ, რაც წიგნი წაიკითხა დაიწყო სცენარის წერა სრულმეტრაჟიანი ლენტისთვის 'მაწანწალები'. მაგრამ მალევე მიხვდა, რომ სამუშაოს დასრულება აღემატება მის ძალებს. ამიტომაც გადაერთო რაღაც უფრო იოლზე და მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება გადაწყვიტა. ასე 1995 წელს რამოდენიმე დღის განმავლობაში ვინ დიზელმა დაწერა სცენარი და შეძლო ფილმის სახელწოდებით 'მრავალსახიანი' გადაღება მუსიკაზე, რომელიც მან თვითონ დაწერა და სადაც მთავარი როლიც თვითონ შეასრულა. 20 წუთიანი ფილმის გადაღებაზე მან 3000 დოლარი დახარჯა. გადაღებების დროს ვინ დიზელმა უამრავი უარყოფითი აზრი მოისმინა გარშემომყოფებისგან, ამიტომაც გადადო ის გაურკვეველი დროით გვერდზე. მაგრამ მამის მხარდაჭერამ მას ბოლომდე მიაყვანინა თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მოგვიანებით ის ნაჩვენები იყო 200 ადამიანისთვის მანხეტენის ერთერთ კინოთეატრში. შედეგად ფილმმა დადებითი შეფასებები მიიღო და კანის კინოფესტივალზე აღოჩნდა 1995 წლის მაისში. ოთხი წლის შემდეგ, 1999 წელს 17 აგვისტოს, ფილმი გამოვიდა აშშ–ში DVD–ზე. ამ ფილმის ასეთი წარმატებამ ვინ დიზელი ლოს–ანჟელესში დააბრუნა, სადაც კვლავ დაიწყო ტელეგამყიდვლად მუშაობა და ფულის შეგროვება. ეს ფული მას თავისი პირველი ჩანაფიქრის 'მაწანწალების' გადაღებისთვის სჭირდებოდა. 1996 წელს 8 თვიანი სამუშაოს მერე ის თავის მეგობართან ჯონ სეილთან ერთად 50 ათასი დოლარი შეაგროვა, რამაც საშუალება მისცა გადაღებების დაეწყო. ვინ დიზელმა მთავარი როლი შეასრულა თავის სურათში – რიკა. 1997 წელს 18 იანვარს, ფილმი 'მაწანწალები' 'სანდესის 'კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები. სურათი კვლავ დადებითად იყო შეფასებული. მაგრამ ძალიან მალე ვინ დიზელი კვლავ დაბრუნდება ნიუ–იორკში ფულის უკმარისობის გამო. მაგრამ ძალიან მალე ვინ დიზელს დაუკავშირდება ეტივენ სპილბერგის ერთერთი აგენტი, რომელმაც შამჩნია დამწყები მსახიობი 'მაწანწალების' პრემიერის შემდეგ ფესტივალზე. აღმოჩნდა, რომ ცნობილ რეჟისორს მასთან შეხვედრა სურს. მათი ლაპარაკის შემდეგ სტივენ სპილბერგმა ვინ დიზელი დაპატიჟა ფილმში 'რიგითი რაინის გადარჩენის' გადაღებებზე, რომელშიც ერთერთ მთავარ როლს ტომ ხენკსი ასრულებდა.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 1291 | დაამატა: balu | ტეგები: ვინ დიზელი Vin Diesel | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.