Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 30 » ვინსენტ ვილემ ვან გოგი - "პიეტა"
7:00 PM
ვინსენტ ვილემ ვან გოგი - "პიეტა"
"პიეტა" - ინგლისურ ენაზე "Pieta",წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერისა და გრაფიკოსის - ვინსენტ ვილემ ვან გოგის (1853-1890 წლები),მიერ 1889 წლის სექტემბერში,საფრანგეთის ქალაქ სან-რემი-დე-პროვანში,ტილოზე ზეთის საღებავით დახატულ დიდებულ სურათს.ტილოს სიმაღლე 73 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 60.5 სანტიმეტრი.აღნიშნული ტილოს შექმნა,სათავე დაუდო ლითოგრაფიამ,აღებულმა დიდი ფრანგი მხატვრისა და გრაფიკოსის - ფერდინან ვიქტორ ეჟენ დელაკრუას (1798-1863 წლები) სურათის მიხედვით.სურათზე გამოსახულია დანაღვლიანებული - დედაღვთისა წმინდა მარიამი,იესო ქრისტესთან ერთად.ვან გოგი საკუთარ ძმას - თეოს სწერდა: "ლითოგრაფია დელაკრუას ნამუშევრისა "პიეტა",რამდენიმე სხვა ნამუშევართან ერთად საღებავებსა და ზეთში ჩამივარდა და ძალიან დაზიანდა.ამ ფაქტმა კი ჩემი დიდი გაღიზიანება და გულისწყრომა გამოიწვია,რამაც გადამაწყვეტინა,ახლა უკვე თავად დამეხატა ამავე ლითოგრაფიაზე ასახული დელაკრუას სურათი,რომელსაც შენ ძალიან მალე იხილავ".
ვინსენტ ვილემ ვან გოგის შემოქმედებისათვის რელიგიურ მოტივებზე მუშაობას,ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა.სპეციალისტების ვარაუდით,უკვე დაავადმყოფებულმა და "ბუნდოვანმა" მხატვარმა,ტილოზე გამოსახულ ნატანჯ იესო ქრისტეში,იმ პერიოდის საკუთარი განცდები გადმოსცა.ამ საკითხის შესახებ იგი წერდა: "მე არ ვარ გულგრილი ადამიანი და ხატვის პროცესში რელიგიისა და ღმერთის თემატიკის შესახებ ვპოულობ ჩემთვის ესოდენ მნიშვნელოვან სულიერ სიმშვიდეს".გარდა ამისა სურათზე ნათლად ჩანს იესოს წითური წვერი და სხეული,რაც ძალიან ჩამოჰგავს გენიალურ ნიდერლანდელ მხატვრის წვერისა და სხეულის ფორმებს.დღესდღეობით,ვინსენტ ვილემ ვან გოგის შედევრი ტილო "პიეტა",დაცულია ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში მდებარე "ვინსენტ ვან გოგის სახელობის მუზეუმში" და თავისი შესანიშნავი გრაფიკული გამოსახულებითა და მხატვრის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი დიდებული ფერთა ტონალობით,უდიდეს მოწონებას იწვევს დამთვალიერებელში.
კატეგორია: ხელოვნება/პოეზია | ნანახია: 1364 | დაამატა: balu | ტეგები: vinsent vilem ban gogi, piewa, ვინსენტ ვილემ ვან გოგი - პიეტა, pieta | რეიტინგი: 5.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.