Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 22 » ჟან ლერონ დ'ალამბერი - "ეპიზოდი"
9:14 PM
ჟან ლერონ დ'ალამბერი - "ეპიზოდი"
გენიალური ფრანგი მათემატიკოსი,ფილოსოფოსი და ენციკლოპედისტი - ჟან ლერონ დიალამბერი (1717-1783 წლები),რომელიც 1751-1757 წლებში დიდ ფრანგ მწერალთან და განმანათლებელთან - დენი დიდროსთან ერთად მუშაობდა "მეცნიერებათა,ხელოვნებათა და ხელოვანთა ენციკლოპედიის" შექმნაზე,განსაკუთრებით უსვამდა ხაზს და არ სცნობდა განსხვავებას სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის,წოდებისა თუ თანამდებობის მქონე ადამიანებს შორის,რასაც სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა მისი პირადი საქმეთა მმართველი ქალი.ამ მოტივით გაგულისებული და გაბრაზებული ქალი დიალამბერს მიმართავდა: "თქვენგან არასდროს არაფერი გამოვა.მთელი ცხოვრება მხოლოდ ასე დარჩებით - ფილოსოფოსად".იგი მიიჩნევდა,რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულება გახლდათ მთავარი დაბრკოლება,მისი ხელმძღვანელის ჟან ლერონ დ'ალამბერის კარიერული წინსვლისა და კეთილდღეობისაკენ. დალამბერმა კი ჰკითხა: "და რას ნიშნავს,თქვენი აზრით ფილოსოფოსი? რაზეც ქალმა მიუგო: "ეს გახლავთ ის სულელი,რომელიც მთელი ცხოვრება იმისთვის წვალობს,რომ ხალხმა მასზე ილიპარაკოს სიკვდილის შემდეგ".

P.P. ჟან პიერ დ'ალამბერმა პირველმა ჩამოაყალიბა 1743 წელს,ნებისმიერი მატერიალური სისტემის მოძრაობის დიფერენციალურ განტოლებათა შედგენის ზოგადი წესები,რითაც დინამიკური ამოცანები სტატიკურ ამოცანებზე დაიყვანა და რომელსაც დღეს "დ'ალამბერის პრინციპ"-ს უწოდებენ.ალგებრაში კი მას ეკუთვნის ალგებრის ძირითადი თეორემის პირველი (არა სავსებით მკაცრი) დამტკიცება.გარდა ამისა იგი გახლდათ ის ადამიანი,რომელმაც პირველმა დაამკვიდრა პლანეტების მოძრაობის შეშფოთების თეორია.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 778 | დაამატა: balu | ტეგები: ჟან ლერონ დ'ალამბერი - ეპიზოდი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.