Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ჟიულ ადოლფ ემე ლუი ბრეტონი
6:42 PM
ჟიულ ადოლფ ემე ლუი ბრეტონი
ჟიულ ადოლფ ემე ლუი ბრეტონი (1827-1906 წლები),გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მხატვარი,პეიზაჟისტი და რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი.მის ყველაზე ცნობილ ტილოებად აღიარებულია: "ტოროლების გალობა","დაბრუნება მკიდან" და "პირველი მონაწილეობა".ჟიულის შემოქმედების ერთ-ერთი უდიდესი თაყვანისმცემელი გახლდათ,გენიალური ნიდერლანდელი მხატვარი - ვინსენტ ვან გოგი,რომელსაც იმდენად დიდი სურვილი გააჩნდა, ბრეტონის სახელოსნოს და სალონს გასცნობოდა,რომ მიიღო გადაწყვეტილება მას სწვეოდა და უფრო კარგად გასცნობოდა დიდი ფრანგი მხატვრის შემოქმედებას.ამ პერიოდში ჟიულ ბრეტონი,საფრანგეთის დედაქალაქში პარიზში ცხოვრობდა და რაღა თქმა უნდა მისი სამხატვრო სახელოსნოც იქ იყო.აღნიშნულიდან გამომდინარე,ცნობილი ფაქტია,რომ გენიალურმა ვან გოგმა 200 კილომეტრი ფეხით გაიარა,რათა მას სწვეოდა და როდესაც დაღლილ-დაქანცული ჟიულის სახლს მიადგა,თქვენ წარმოიდგინეთ და შესვლა მოერიდა (ალბათ ყველასათვის ცნობილია,მისი უცნაური ხასიათის შესახებ),რის გამოც უკანვე ფეხით გამობრუნდა ისე,რომ მისი სურვილი,უფრო ღრმად გასცნობოდა ჟიულ ბრეტონის შემოქმედებას უშედეგოდ დასრულდა.ეს ცნობილი ისტორია,შემდგომში ცნობილი ფრანგი მწერლის - ანრი პერიუშოს,წიგნში "ვან გოგი" აისახა და ასევე იგი ასახულ იქნა დიდი ამერიკელი მწერლის - ირვინგ სტოუნის,ნაწარმოებში: "სიცოცხლის წყურვილი".
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 737 | დაამატა: balu | ტეგები: ჟიულ ადოლფ ემე ლუი ბრეტონი, jiul adolf eme lui bretoni | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.