Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » ჟიულ გაბრიელ ვერნი
4:47 PM
ჟიულ გაბრიელ ვერნი
დიდი ფრანგი მწერალი,სათავგადასავლო ჟანრის კლასიკოსი და ერთ-ერთი ფუძემდებელი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისა - ჟიულ გაბრიელ ვერნი (1828-1905 წლები),არასოდეს ყოფილა "კაბინეტის" მწერალი,რადგან ის მისი ცხოვრების დიდ დროს მოგზაურობაში ატარებდა და უამრავი ქვეყანაც მოიარა თავისი იახტებით: "სენ-მიშელ I","სენ-მიშელ II",'სენ-მიშელ III"-ით.1859 წელს იმოგზაურა ინგლისსა და შოტლანდიაში.1861 წელს იმოგზაურა სკანდინავიაში.1867 წელს განახორციელა ტრანსატლანტიკური მოგზაურობა იმ დროისათვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი "გრეიტ-ისტერნის" გემით,რა დროსაც მოიარა ამერიკის შეერთებული შტატები (ნიუ-იორკი),ნიაგარას ჩანჩქერი და სხვა ადგილები.1878 წლს ჟიულ ვერნი თავისი იახტით "სენ-მიშელ III"-ით,იწყებს დიდი მოგზაურობასხმელთაშუა ზღვაში.ამ მოგზაურობისას მან მოიარა ლისაბონი (პორტუგალია),ტანჟერი (მაროკო),გიბრალტარი და ქალაქი ალჟირი.1879 წელს ამავე იახტით კვლავ იმოგზაურა ინგლისსა და შოტლანდიაში.1881 წელს წამოიწყო კიდევ ერთი მოგზაურობა,რა დროსაც მოიარა: ნიდერლანდები,გერმანია და დანია.ამ მოგზაურობისას სურვილი გააჩნდა წვეოდა სანკტ-პეტერბურგს,თუმცა ქარიშხალმა მის იახტას არ მისცა საშუალება აღნშნული მარშრუტით მოგზაურობისა.1884 წელს დიდმა მწერალმა და მოგზაურმა ჟიულ ვერნიმ,განახორციელა მისი უკანასკნელი მოგზაურობა,თავისივე იახტით "სენ-მიშელ III"-ით,რა დროსაც მან მოიარა ალჟირი,მალტა,იტალია და სხვა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები.აღნიშნულ მოგზაურობებს კი მიუძღვნა სხვადასხვა ნაწარმოებები.აღსანიშნავია,რომ ჟუილ ვერნის მოგზაურობა თავისი ინიციატივით არ შეუწყვეტია,ამის მიზეზი გახლდათ ის ფაქტი,რომ 1886 წლის 9 მარტს იგი დაჭრილ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად,ფსიქიკურად დაავადებული ნათესავის - გასტონ ვერნის მიერ.სწორედ აღნიშნული მოვლენის შედეგად მწერალი ჯანმრთელობის მხრივ დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა,რამაც მის შემდგომ მოგზაურობებს წერტილი დაუსვა.1892 წელს ჟიულ ვერნი დაჯილდოებულ იქნა "საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის ორდენით.სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე ჟიულ ვერნი სრულიად დაბრმავდა.იგი გარდაიცვალა 1905 წლის 24 მარტს შაქრის დიაბეტის შედეგად.მისი ნაწარმოებები კი თარგმნილ იქნა უამრავ უცხო ენებზე და მსოფლიოს ნებისმიერი მკითხველის უსაყვარლეს მწერლადაც იქცა
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 1284 | დაამატა: balu | ტეგები: mwerali jiul verni, jiul vernis, jiul verni, ჟიულ, ჟიულ ვერნი, გაბრიელ, ვერნი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.