Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 23 » ჟოაკიმ ალბერტო ჩისანოს ბიოგრაფიიდან.
8:12 PM
ჟოაკიმ ალბერტო ჩისანოს ბიოგრაფიიდან.
ჟოაკიმ ალბერტო ჩისანო - წარმოადგენს ცნობილ მოზამბიკელ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს,რომელიც ამ ქვეყნის რიგით მეორე პრეზიდენტს წარმოადგენდა 1986-2005 წლებში.თავდაპირველად იგი საპრეზიდენტო პოსტზე დანიშნულ იქნა,მისი წინამორბედის და მოზამბიკის პირველი პრეზიდენტის - სამორა მოიზეს მაშელის გარდაცვალების შემდგომ.1993-1999 წლებში კი საყოველთაო არჩევნებით კიდევ ორი საპრეზიდენტო ვადით იქნა არჩეული.როდესაც მან ქვეყანის უმაღლესი ხელისუფლება ჩაიბარა,მოზამბიკი წარმოადგენდა სამოქალაქო ომში ჩაფლულ ქვეყანას და და გარდა ამისა,ეკონომიკური კუთხით ერთ-ერთ უღარიბეს სახელმწიფოდ მიიჩნეოდა მსოფლიოში.მისი მმართველობის პერიოდში კი შიდა პოლიტიკური მდგომარეობა მოაგვარა.დაასრულა მრავალწლიანი სამოქალაქო ომი სამშვიდობო ხელშეკრულების დადებით.განავითარა ეკონომიკა და დაიწყო მოზამბიკაში ერთპარტიული მმართველობის რღვევა.გაატარა მრავალი რეფორმა.აღსანიშნავია,რომ მისი მმართველობის დროს მოზამბიკის ეკონომიკა მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ეკონომიკური მაჩვენებლიდან,მსოფლიოს ყველაზე მზარდ ეკონომიკად აქცია.2004 წელს,მიუხედავად მრავალი თხოვნისა,თავად განაცხადა უარი კვლავ მიეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში.რის შემდეგაც გარკვეული პერიოდი "გაეროში" მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა,ხოლო 2004 წლიდან "აფრიკის კავშირის" ხელმძღვანელი გახდა.1992 წელს ჟოაკინმა შეისწავლა ტრანსტენდეციური მედიტაცია.ორი წლის შემდეგ აღნიშნული პრაქტიკა ფართოდ დანერგა სკოლებში,ჯარსა და პოლიციაში.აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი იგი ოფიციალურად აცხადებდა:
"თავდაპირველად ტრანსტენდეციური მედიტაციით დავკავდი თავად.დავრწმუნდი რა მის სასიკეთო თვისებებში,მალევე ამით დავაკავე საკუთრი ოჯახის წევრები.შემდგომ იგი შევთავაზე მინისტრებსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.ხოლო მოგვიანებით სკოლებსა და ჯარშიც დაინერგა.მინდა ავღნიშნო,რომ სწორედ ტრანსტენდეციური მედიტაცია გახდა ჩვენს ქვეყანაში სამშვიდობო პოლიტიკის წარმართვის და ბუნებრივი ბალანსირების დაცვის საუკეთესო საშუალება".
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 760 | დაამატა: balu | ტეგები: ჟოაკიმ ალბერტო ჩისანოს ბიოგრაფიიდან | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.