9:42 PM ზოლიანი ანკარა | |
ოჯახი: ანკარასებრნი ქვეოჯახი: Natricinae გვარი: Thamnophis სახეობა: ზოლიანი ანკარა ქვესახეობები: არსებობს მაქს. ზომა: 1.3 სმ. შხამის ხარისხი: უშხამო ზოლიანი ანკარა წარმოადგენს მრავალრიცხოვან გველებს ჩრდ. ამერიკაში. ძირითადად ისინი გამოირჩევიან ყვითელი ზოლით ყავისფერ ან მწვანე ტანზე. თუმცა არიან სხვა ფერებშიც. გავრცელების არეალი: ჩრდ. ამერიკა. გარეგნული აღწერილობა: ჩვეულებრივ არიან 55სმ. მაქს. ზომა დაფიქსირებულია 137 სმ. ტანის საერთო წონაა 150 გრ. ტანზე როგორც უკვე ითქვა დაკრავთ ზოლები. კვება: მათი საკვები მენიუ ძირითადად შედგება ამფიბიებისგან, მიწის ჭიებისგან, ასევე თევზებისგან, პატარა ფრინეველბისა და მღრღნელებისგან. ეს გველები ნახევრად წყლოვანი გველები არიან, ამიტომაც მათ ეფექტურად შეუძლიათ დაიჭირონ ისეთი სწრაფად მოძრავი არსებები, როგორებიც არიან თევზები. თვითონ მათ კი მტრები ბევრი ყავთ, დაწყებული კატებიდან და ძაღლებიდან დამთავრებული მელიით, ქორით, ენოტით და სხვა დიდი ზომის გველებით. გამრავლება: გაზაფხულის დადგომისას როცა მოდის ამ გველების გამოფხიზლების პერიოდი მიძინებიდან, პირველად იღვიძებენ მამრები, რათა მზად იყვნენ მდედრებთან შესახვედრად. ზოგიერთ მამრს შეუძლია მიითვისოს მდედრის როლი და გაიყვანოს სხვა მამრები სოროსგან მოშორებით, რომლებსაც ითრევს ყალბი ფერომონების (ქიმიური ნივთიერებები, ჰორმონები,რომელთა გამოყოფაც ხელს უწყობს გარკვეული სოციალური პასუხის წარმოქმნას საწინააღმდეგო სქესის მიმართ) გამოყოფით. როგორც კი სხვა მამრებს მოაშორებს ესეთი მამრი, იგი იღებს ისევ მისი მამრის როლს და მიემართება ახლად გამოღვიძებული მდედრებისკენ მათ გასანაყოფიერებლად. ერთ მამრს შეუძლია გაანაყოფიეროს რამოდენიმე მდედრი და ამიტომაც ესეთ შემთხვევაში ეს მამრი ცდიოლობს იქონიოს სქესობრივი კონტაქტი იმდენ მდედრთან რამდენის დაჭერასაც მოახერხებს. საერთოდ ბუნებაში ამ გველებში მამრები უფრო ჭარბობენ ვიდრე მდედრები და ამიტომაც გამრავლების პერიოდში ისინი ქმნიან ისეთ ფორმას, რომ ერთი ან ორი მდედრი შეიძლება მთლიანად დაიფაროს სქესობრივ აქტში 10 ან მეტ მამრთან ერთად. ხანდახან მამრი შეიძლება შეხვდეს მდედრს სეზონური დაძინების წინ. ასეთ შემთხვევაში მდედრს შეუძლია შეინახოს სპერმა სხეულში გაზაფხულამდე როცა იგი მიცემს მის კვერცხებს უფლებას განაყოფიერდნენ, მაგრამ თუ ეს მდედრი გაზაფხულზე, გამოღვიძების შემდეგ ისევ იქონიებს სქესობრივ კონტაქტს სხვა მამრთან, მაშინ გაზაფხულის სპერმა გაანაყოფიერებს მის კვერცხებს, ხოლო წინა შენახული სპერმა უბრალოდ გადაგვარდება. მდედრებს შეუძლიათ კვერცხცოცხლადშობა, 12-დან 40 კვერცხამდე, ივლისიდან ოქტომბრამდე. ცხოვრების წესი და ქცევა: ზოლიანი ანკარა არის დღის გველი. ზაფხულში იგი აქტიურია დილით და გვიან საღამოს. გრილი სეზონების დროს კი მხოლოდ თბილ საღამოებში აქტიურობს. ხელში აყვანისას ან ზიანის მიყენებისას შეუძლიათ გამოუშვან არასასიამოვნო სუნის მქონე სითხე ანალური ხვრელიდან. შხამი: ამ გველის ნერწყვი ტოქსიკურია ამფიბიებისთვის და პატარა ძუძუმწოვრებისთვის. ადამიანებისთვის მისი ნაკბენი არ წარმოადგენს საშიშროებას, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს სუსტი ქავილი, წვის შეგრძნება და/ან დასიება. ქვესახეობები: დღესდღეისობით ცნობილია ამ გველის 13 ქვესახეობა. | |
|