Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » ზოლიანი გველი
9:59 PM
ზოლიანი გველი
ოჯახი: ანკარასებრნი 
ქვეოჯახი: Natricinae
გვარი: Amphiesma
სახეობა:ზოლიანი გველი
ქვესახეობები: უცნობია
მაქს. ზომა: 90 სმ.
შხამის ხარისხი: უშხამო

გავრცელების არეალი: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია (პაკისტანი, შრი-ლანკა, ფილიპინები, ინდოეთი, ნეპალი, მიანმარი, ტაილანდი, ლაოსი, კამბოჯა, ვიეტნამი, ინდონეზია, ტაივანი და ჩინეთი).
საბინადრო გარემო: უყვარს ყოფნა ნაკადულებთან და ჭაობებთან ახლოს, ძირითადად ნესტიან ადგილებში, თუმცა ასევე გვხდება მინდვრებში.
გარეგნული აღწერილობა: ეს არის წვრილი პატარა ზომის გველი, რომელსაც აქვს მომწვანო ყავისფერი ან ნაცრისფერი სხეული. თავი და ტანი ერთ ფერში აქვს. ორი ცალი ყვითელი ფერის ზოლი გასდევს სხეულის ზედა ნაწილზე. ეს ზოლები სხეულის წინა ნაწილში გაბნეულია, ხოლო სხეულის ნახევრიდან ბოლოსაკენ სწორდება და ხდება მკაფიო. ამ ზოლების გარდა სხეულზე გააჩნია არარეგულარული შავი ფერის ნიშნები. სამხეთ ინდოეთის სახეობებს დაკრავთ წითელი ფერი სხეულზე. სახის გვერდითა მხარეები ყვითელ ფერში აქვს. თვალები დიდი აქვს, მრგვალი ფართო გუგებით. ენა შავ ფერშია. სხეულის საშუალო ზომაა 40 - 50 სმ. მაქს. ზომა კი 90 სმ. ფიქსირდება. მდედრები შედარებით დიდები არიან ვიდრე მამრები.
კვება: ეს გველი ძირითადად ნადირობს ბაყაყებსა და გომბეშოებზე, თუმცა მათ გარდა არ ამბობს უარს არც თევზებზე, ხვლიკებზე და პატარა ზომის მღრღნელებზე.
გამრავლება: არის კვერცხმდები. კვერცხებს დებენ მაისიდან სექტემბრამდე მიწის სოროებში. დებენ 5 - 10 კვერცხს. დედა მათთან იქამდე რჩება და ყარაულობს სანამ არ გამოიჩეკებიან. ახლადგამოჩეკილები 13 - 17 სმ. არიან სიგრძეში და იკვებებიან ბაყაყებით და მწერებით.
ცხოვრების წესი და ქცევა: არის დღის გველი. გვხდება როგორც ხმელეთზე ისე წყალშიც. აღგზნებისას შეუძლია კისრის გაბრტყელება. ცოცვა კარგად არ ეხერხება, ამიტომ ცდილობს მიწაზე ყოფნას.
შხამი: შხამი არ გააჩნია.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 886 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: ზოლიანი გველი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.