ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 990/თარიღი: 2013-06-03
მათთვის ვისაც ბიოლოგია აინტერესებს და არამარტო !!!
|
ავტორი: chanchalarezo15/კომენტარები: 0/ნახვა: 1594/თარიღი: 2013-06-03
შესანიშნავი ტესტი რამდენად ყურადღებიანი ხართ მამაკაცებისათვის . თუკი არ გამოგივათ, მერე რა არაუშავს მაინც კარგ ხასიათზე დარჩებით, იმიტომ რომ აქ ბევრ ლამაზ გოგონას ნახავთ.
|
ავტორი: chanchalarezo15/კომენტარები: 0/ნახვა: 913/თარიღი: 2013-06-03
ძაღლის ადამიანისადმი დამოკიდებულებისა და მეგობრობის ამბავი ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ ეს შემთხვევა უბრალო ძაღლისა და პატრონის ურთიერთობას ძალიან სცილდება. ეს ამბავი ეხება ერთ ძაღლს სახელად ტომი და მოხდა სამხრეთ იტალიაში . ტომის პატრონი გარდაეცვალა და რაღათქმაუნდა ისიც ახლდა თავის პატრონს, რომელიც წმ. მარიამის სახელობის ტაძარში იო დასვენებული. მას შემდეგ იმ პატარა ტაძარში როდესაც ზარებს რეკენ, 12 წლის გერმანული ნაგაზი მიემართება სოფლიდან მესაზე, რათა საკურთხევლის წინ ადგილი დაიკავოს. |
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1621/თარიღი: 2013-06-03
წყალი — წყალბადის ოქსიდი (H2O), უსუნო, უგემო და უფერული სითხე (სქელ ფენებში ან აპარატურით დაკვირვებისას ცისფერია), ბიოსფეროში ყველაზე გავრცელებული ქიმიური ნაერთი. აუცილებელია ყველა ცნობილი ცოცხალი ორგანიზმის არსებობისთვის.
დედამიწაზე წყლის სავარაუდო რაოდენობაა 1400 მილიარდი მ³. გვხვდება მსოფლიო ოკეანეში (96%), გარდა ამისა მიწისქვეშა წყლების, მყინვარების, ტბების, ნიადაგის ტენის და მდინარეების სახით, ასევე ატმოსფეროში და როგორც წვიმის წყალი. ბუნებრივ პირობებში წყალში სხვადასხვა რაოდენობით ყოველთვის გახსნილია მარილები, აირები და ორგანული ნივთიერებები.
დედამიწის გარდა წყლის არსებობა დადასტურებულია რამდენიმე სხვა ციურ სხეულზე (ევროპა, ევკლიდე).
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2234/თარიღი: 2013-06-03
არსებითად განსხვავებული კლიმატის გამო, მეტად განსხავავებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ეკოსისტემები და ვერტიკალური სარტყლურობის სტრუქტურა. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში არ არის სემიარიდული და არიდული მცენარეულობის უტყეო სარტყელი, ტყეებით დაფარულია ვაკეები და მთისწინა ფერდობები ზღვის ნაპირიდანვე. აქ 5 ძირითადი სარტყელია: ტყის (ზღვის დონიდან1900 მ-მდე), სუბალპური (1900-2500 მ), ალპური (2500-3000 მ), სუბნივალური (3000-3600 მ) და ნივალური (3600 მ). აღმოსავლეთ საქართველოში ვერტიკალური სარტყლურობა უფრო რთულია. გამოიყოფა 6 ძირითადი სარტყელი: ნახევრადუდაბნოების, სტეპებისა და არიდული ნათელი ტყეების (150-600 მ), ტყის (600-1900 მ), სუბალპური (1900-2500 მ), ალპური (2500-3000 მ), სუბნივალური (3000-3700 მ) და ნივალური (3700 მ).
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1186/თარიღი: 2013-06-03
ამჟამად დედამიწაზე გამოყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების 34 ცხელ წერტილს (Hot spots). აქედან ორი - კავკასიისა და (ნაწილობრივ) ირანო-ანატოლიის ფარავს კავკასიის რეგიონს და მათ შორის საქართველოს [1].[საჭიროებს წყაროს მითითებას] კავკასია ასევე 200 გლობალურ ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე.
საქართველო ზომიერი კლიმატის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია ფლორისტული თვალსაზრისით. საქართველოს ფლორის შემადგენლობაში ჭურჭლოვან მცენარეთა 4 100-ზე მეტი სახეობაა (მთელს კავკასიაში 6 350-მდე სახეობაა აღწერილი). ფლორის დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა ენდემურია (600 კავკასიის, 300 საქართველოს ენდემი). მაღალია საქართველოს ფლორის გვარობრივი ენდემიზმიც. აქ 16 ენდემური და სუბენდემური გვარია წარმოდგენილი. საქართველო კულტურულ მცენარეთა წარმოშობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთი ცენტრია. აქ ჩამოყალიბდა ვაზის, მარცვლოვნების, ხეხილისა და სხვ. მრავალი შესანიშნავი სახეობა. ამრიგად, საქართველოს უნიკალური ფიტოგენოფონდი ქვეყნის ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის ცოცხალი ძეგლია, რომლის შესწავლას, დაცვასა და აღდგენას საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს.
ასევე თავისებური და მრავალფეროვანია საქართველოს ფაუნა. კავკასიის გოგრაფიული მდებარეობის გამო, იგი შეიცავს, ერთი მხრივ აღმოსავლეთ ევროპის ზოოგეოგრაფიული პროვინციის (ევროპა-ციმბირის ოლქი), მეორე მხრივ კი, მშრალი და ნახევრად მშრალი ჰავის (ირან-თურანის პროვინცია, საჰარა-გობის ოლქი) ფაუნის წარმომადგენლებს. მაღალია ენდემიზმის დონე (კავკასიის ენდემების პროცენტული რაოდენობა), როგორც უხერხემლოების, ისე ხერხემლიანთა მრავალ ჯგუფში. საქართველოში გავრცელებული მრავალი სახეობის ცხოველი იშვიათია გლობალური მასშტაბით და შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3514/თარიღი: 2013-06-03
ტროპიკული ტყეები — გავრცელებულია ეკვატორულ, სუბეკვატორულ და ტროპიკულ სარტყლებში ჩ. გ. 25° და ს. გ. 25°-ს შორის. მცენარეთა სახეობებით ძალზე მდიდარი მარადმწვანე ტენიანი ტროპიკული ტყეები (წვიმის ტყეები) ვითარდება წლის განმავლობაში ნალექებისა (2000-7000 მმ) და ტემპერატურის (23°C-32°C) თანაბარზომიერი განაწილების პირობებში; აქ ფართოდ არის გავრცელებული ლიანები და ეპიფიტები.
ნახევრად მარადმწვანე ტროპიკული ტყეები, რომლებშიც ხშირად მკვეთრადაა გამოხატული ფოთოლცვენა და შეფოთვლა, გავრცელებულია ვესტინდოეთში, ცენტრალურ ამერიკაში (კ. ტრინიდადი, შრი-ლანკა), დასავლეთ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ინდოეთი, მიანმარი).
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1967/თარიღი: 2013-06-03
ტუნდრა (< ფინ. tunturi – უტყეო, მოშიშვლებული მაღლობი) — მცენარეულობის ტიპი, რომელიც დამახასიათებელია არქტიკული ოლქისათვის. ჩრდილოეთით ესაზღვრება არქტიკული უდაბნოები, სამხრეთით — ტყეები.
ტუნდრა ჩამოყალიბდა ცივი, ჭარბტენიანი ჰავისა და მარადი მზრალობის პირობებში, სუსტად განვითარებულ ნიადაგზე.
სკანდინავიის, ურალის, ციმბირის, ალასკის, ჩრდილოეთ კანადის მთებში ე.წ. მთის ტუნდრა გვხვდება. ტუნდრაში ჭარბობს მრავალწლოვანი მცენარეები: ხავსები, მღიერები, ბალახოვანი ჰემიკრიპტოფიტები და ქამეფიტები (კორდიანი, ფესურიანი, ბალიშა და ნახევრად ბალიშა, როზეტისებრი და ნახევრად როზეტისებრი მცენარეები), ფოთოლმცვივანი ქონდარა ბუჩქები — ქამეფიტები (Salix polaris და სხვ.), მარადმწვანე ქონდარა ბუჩქები (Empetrum hermaphroditum, Ledum decumbens და სხვ.), ფოთოლმცვივანი ტანმორჩილი ბუჩქები — ნანოფანეროფიტები (Betula nana, B. exilis, Salix lanata); თითო-ოროლა გვხვდება ერთწლოვანები (Koenigia islandica და სხვა) და ბოლქვიანი გეოფიტები (Liolidia serotina და სხვა). ტუნდრისთვის ნიშანდობლივია პოლიდომინანტურობა და მოზაიკური სტრუქტურა.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2365/თარიღი: 2013-06-03
ტაიგა (იაკუტ. – ტყე) — ჩრდილოეთის ზომიერი სარტყლის წიწვოვანი ტყე, რომელსაც უჭირავს ჩრდილოეთ ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის უზარმაზარი ტერიტორია. ტაიგისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი, მყართოვლიანი, მკაცრი ზამთარი და შედარებით თბილი ზაფხული; ნალექების წლიური რაოდენობა, როგორც წესი, აღემატება აორთქლებას. მდებარეობის მიხედვით ტაიგა ორგვარია: ბარისა და მთის. მთავარი შემადგენელი ხემცენარეების მიხედვით განარჩევენ მუქწიწვოვან (ნაძვი, სოჭი, ცუგა, ცრუცუგა, ლიბოცედრუსი, სეკვოია, ტუია და სხვ.) და ღიაწიწვოვან (ფიჭვი და ლარიქსი) ტაიგას.
ტაიგის ხედგომაში დომინანტობს 1-2, იშვიათად 3 ან მეტი სახეობა (რაც ხშირია მთის ტაიგაში). მათთან შერეულია ხოლმე არყი, ვერხვი, ნეკერჩხალი და სხვა ფოთლოვნები. ბარის ტაიგაში ეწერი და დამზრალი ნიადაგია, მთის ტაიგაში — მთა-ტყის მურა ნიადაგი. ევრაზიაში ტაიგის ფართობის მეტი წილი, რომელიც რუსეთის ფარგლებშია მოქცეული, ბარად ქმნის ტყის ზოლის ჩრდილო ქვეზონას. მასში მკვეთრად განირჩევა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ განედური მდებარეობით შეპირობებული ზოლები: მეჩხერი; ჩრდილოეთისა; შუა; სამხრეთისა; ფართოფოთლოვან-წიწვოვანი.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3487/თარიღი: 2013-06-03
უდაბნო — ლანდშაფტის ტიპი, რომელიც წარმოიქმენა მუდმივად ან სეზონურად ცხელჰავიან მხარეებში; იგი უდაბურს, უკაცრიელს ნიშნავს.
ახასიათებს ძალზე მეჩხერი და ღარიბი ფიტოცენოზები, ნიადაგისა და გრუნტის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ უდაბნოს შემდეგ სახეობებს:
ქვიშიანს — განვითარებულს ძველი ალუვიური ვაკეების ფხვიერ ნალექებზე; კენჭნარსა და ქვიშნარ-კენჭიანს — გათაბაშირებულ სტრუქტურულ პლატოებსა და მთისძირა ვაკეებზე; ღორღიან-გათაბაშირებულს — პლატოებსა და ახალგაზრდა მთისძირის ვაკეებზე; ქვიანს — დაბალმთიანეთსა და წვრილგორაკებზე; თიხნარს — სუსტად კარბონატულ საფრულ თიხნარებზე; ლიოსურს — მთისძირა ვაკეებზე; თიხიანთაყირულს — მთისძირა ვაკეებსა და მდინარეთა ძველ დელტებზე; თიხიან-ბედლენდურს — დაბალმთიანეთში, რომელიც აგებულია მარილების შემცველი მერგელებითა და თიხებით; მლაშობს — დამლაშებულ დეპრესიებსა და ზღვის სანაპიროებზე.
|
ავტორი: chanchalarezo15/კომენტარები: 0/ნახვა: 945/თარიღი: 2013-06-03
ბოლო დროს მომხდარი ამბები ემთხვევა მრავალი წმინდანის წინასწარმეტყველებას. ჩვენ ვიცით, რომ მოახლოებული არის სასუფეველი ცათა. და უხსენებელი კი არ გვიკაკუნებს კარებზე, არამედ მის ჩამონგრევას ცდილობს. ჩვენ ყველანი წარვსდგებით სამსჯავროს წინაშე და საკუთარი ცოდვებისთვის ვაგებთ პასუხს. მრავალი წინასწარმეტყველის მიხედვით, მეორედ მოსვლისას მომრავლდებიან მამათმავლები, ისინი მოითხოვენ თანაბარ უფლებებს ყველასთვის. ეს სნეულება მთელ მსოფლიოს მოედება და მრავალ ქვეყანაში მათ აღიარებენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად! ნუ დაგავიწყდებათ! ამ ცოდვამ დაღუპა სოდომ-გომორი!
|
|