Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 27

შოკოლადის კექსი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1440/თარიღი: 2013-06-27

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

კარაქი ან მარგარინი – 150 გრ. შაქარი – 150 გრ . რძე – 100 მლ . კაკაო – 5 ს.კ. კვერცხი – 2 ც. გასაფხვიერებელი ან სოდა ძმრით – 1 ჩ.კ. ფქვილი – 200-250 გრ. კრემისთვის: არაჟანი – 5 ს.კ . კაკაო – 4 ს.კ. შაქარი – 4 ს.კ. კარაქი – 4 ს.კ. სურვილის შემთხვევაში: თხილი და საკონდიტრო მოსართავი.

მომზდების წესი:

ცომისთვის: ქვაბში აურიეთ კარაქი, კაკაო, შაქარი, რძე. მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით. გააგრილეთ და შეურიეთ კვერცხი, ამოურიეთ. დაუმატეთ გასაფხვიერებელი ან სოდა ძმრით და ფქვილი, მოზილეთ ფაფუკი ცომი.

ცომისათვის : ქვაბში ამოურიეთ არაჟანი, კაკაო, შაქარი, კარაქი. შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააგრილეთ. გაცივებულ კექსზე გადაუსვით ცივი კრემი. სურვილის შემთხვევაში მოაყარეთ დამტვრეული თხილი ან საკონდიტრო მოსართავი. ცხვება 12 ცალი პატარა კექსი.

ფორმებს გამოუსვით ზეთი და 2/3 ამოავსეთ ცომით. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ჰაერღუმელში, 20-25 წუთით.


ყავა კონიაკთან ერთად

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1238/თარიღი: 2013-06-27

ყავა კონიაკთან ერთად - არსებობს მისი მომზადების მრავალი რეცეპტი.
ამ გამამხნევებელი სასმელის მომზადება, გემოთი და არომატით დატკბობა მარტივად შესაძლებელია სახლის პირობებში...


Leqsebi Skolaze / ლექსები სკოლაზე (კრებული)

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 20674/თარიღი: 2013-06-27

დედიკოს ვფიცავარ

წერა-კითხვა ვისწავლე,
აი, უკვე დიდი ვარ.
არ წამიყვანთ სკოლაში?
ბაღში აღარ მივდივარ!..
თვლა ხომ ვიცი ასამდე,
თანაც ექვსი წლისა ვარ,
პატარა რომ ვიყავი,
განა ისევ ისა ვარ!
სულ ხუთებზე ვისწავლი,
ჩემს დედიკოს ვფიცავარ!


სადღეგრძელო, - ქართული სადღეგრძელოები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1136/თარიღი: 2013-06-27

მე ვადღეგრძელებ პირველ სიყვარულს წმინდას ანკარას,
იმ ლამაზ გრძნობას რომ ახარებს დიდს თუ პატარას,
მე ვადღეგრძელებ პირველ კოცნას სიწმინდეს მისას!
იმ ლამაზ თვალებს რომ აფრქვევენ სილურჯეს ცისას,
მე ვადღეგრძელებ პირველ "ჰო" -ზე რომ წითლდებიან,
იმ ღამეებსაც ტკბილ სიზმრებში რომ თენდებიან,
მე ვადღეგრძელებ პირველ გრძნობას გიჟურს,ვნებიანს!
მათ გაუმარჯოს ვინც ჩვენს გულში მარად რჩებიან....


"მე მოგკიდებ ხელს" , ლექსები სიყვარულზე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 895/თარიღი: 2013-06-27

მე მოგკიდებ ხელს,
გადავლახავთ მთებს,
გადავცურავთ ზღვებს,
ახლოს ვნახავთ ღმერთს...
არ ჩამჭიდებ ხელს?
მე ვერ ვნახავ მთებს,
ვერ გავცურავ ზღვებს,
დავშორდები ღმერთს...
შემიზიზღებ მეე ?
შეგადარებ მზეს,
თვალუწვდენელ კლდეს,
ქუხილის დროს მეხს...
შენ მომკიდებ ხელს!
ყველაფერზე მეტს,
ერთად ვნახავთ ზღვებს,
გამინათებ გზებს...


წყალი ჩვენს ცხოვრებაში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1170/თარიღი: 2013-06-27

წყალი დედამიწაზე ყველაზე ცნობილი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ამოუცნობი ნივთიერებაა.

- რატომ უნდა სვას ადამიანმა წყალი?

- წყლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მარილების გამოყოფაა.



ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის 60-65% წყალია. მისი მეშვეობით რეგულირდება სხეულის ტემპერატურა, სტაბილიზდება ცხოველმყოფელობის პროცესები, მიეწოდება უჯრედებს საკვები ნივთიერებები, გამოიყოფა მარილები და წიდა. ადამიანს შეუძლია, ერთ თვემდე გაძლოს საკვების გარეშე, უწყლოდ კი ჩვეულებრივ გარემოში 7-10 დღეს თუ ცოცხლობს, ხოლო ცხელი, მშრალი კლიმატის პირობებში 3-5 დღეზე მეტხანს ვერ ძლებს.


კობაიასი ისსა / kobaiasi issa

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 925/თარიღი: 2013-06-27

კობაიასი ისსა - დაიბადა 1763 წლის 15 ივნისს,სინანოს პროვინციის (თანამედროვე სინანომატის პროვინცია - ნაგანოს პრეფექტურა),სოფელ კასივაბარაში.იგი წარმოადგენდა დიდ იაპონელ პოეტსა და ჰაიკუს ჟანრის პოეზიის ოსტატს.მას შემდეგ რაც დედა გარდაეცვალა,მამა მეორედ დაქორწინდა,თუმცა მეორე ქორწინება მისთვის ბედნიერების მომტანი ვერ გახდა.ოჯახში განვითარებულმა უკმაყოფილებამ,იგი იძულებული გახადა 13 წლის ასაკში დაეტოვებინა სახლი,რის შემდეგაც იაპონიის დედაქალაქ ედოში (თანამედროვე ტოკიო) წავიდა სამსახურის ს...


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.