Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 12

კონტინენტი - სამხრეთ ამერიკა , samxret amrika , samxret amerikis ,

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1626/თარიღი: 2013-06-12

ფართობი 17,840,000 კმ²
მოსახლეობა 382,000,000
სიმჭიდროვე 21.4 კმ²-ზე
სახელმწიფო 12
კოლონია 3
ენები ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული, ნიდერლანდური, ინგლისური, კეჩუა, აიმარა, გუარანი, და სხვა.
დროის ზონა UTC -2:00 (ბრაზილია), UTC -5:00 (ეკვადორი)
დიდი ქალაქები სან პაულო
ბუენოს აირესი
რიო დე ჟანეირო
ბოგოტა
ლიმა
სანტიაგო
კარაკასი


სამხრეთი ამერიკა — კონტინენტი დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროსა და, ძირითადად, სამხრეთ ნახევარსფეროში; ესაზღვრება სამხრეთით და დასავლეთით წყნარი ოკეანე, ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე; ჩრდილოეთი ამერიკა და კარიბის ზღვა მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთით. უკიდურესი წერტილებია: ჩრდილოეთით — პუნტა-გალინასის კონცხი (ჩ. გ. 12°28'), სამხრეთით — ფროუორდის კონცხი (ს. გ. 53°54'), აღმოსავლეთით — კაბუ-ბრანკუს კონცხი (დ. გ. 34°37') და დასავლეთით — პარინიასის კონცხი (დ. გ. 81°20')

როგორც ამერიკის ნაწილი, ჩრდ. ამერიკის მსგავსად სამხრეთ ამერიკას სახელი ამერიგო ვესპუჩის პატივსაცემად დაერქვა. ის პირველი ევროპელი იყო, ვინც ამტკიცებდა, რომ ამერიკა აღმოსავლეთ ინდოეთის ნაწილი კი არ იყო, არამედ მანამდე ევროპელთათვის უცნობი ახალი მსოფლიო.

სამხრეთ ამერიკის ფართობია 17.840.000 კმ², მისი მოსახლეობა 2005 წლისთვის შეადგენდა 371.000.000 ადამიანს. სამხრეთ ამერიკა ფართობით მეოთხეა აზიის, აფრიკისა და ჩრდ. ამერიკის შემდეგ და მოსახლეობით მეხუთე (აზიის, აფრიკის, ევროპისა და ჩრდ. ამერიკის შემდეგ).

სამხრეთ ამერიკას ეკუთვნის მრავალი კუნძული, მათ შორის: ქარზურგა კუნძულები და კუნძული ტრინიდადი, ფოლკლენდის კუნძულები, ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგი, გალაპაგოსის, ჩილეს სამხრეთით და დასავლეთით მდებარე კუნძულები და სხვა.

სამხრეთი ამერიკის ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული, მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთი ნაწილია ფიორდებით შეჭრილ-შემოჭრილი. ხმელეთში ღრმადაა შეჭრილი გუაიაკილის და ვენესუელის ყურეები, მარაკაიბოს ტბა და რიო-დე-ლა-პლატის ყურე. წყნარი ოკეანის სანაპირო უმთავრესად სწორხაზოვანი და აბრაზიულ-აკუმულაციურია, პერუში უმთავრესად კლდოვანია. ატლანტის ოკეანის სანაპიროც სწორხაზოვანია. ღია, ნამგლისებრი ყურეები დამახასიათებელია პატაგონიის სანაპიროსათვის.


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.