Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 04

კონტინენტი - აფრიკა / aprikis kontinenti

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2152/თარიღი: 2013-06-04

აფრიკა — დედამიწის ერთ-ერთი კონტინენტი. ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 30,22 მლნ. კმ²–ს, ხოლო მოსახლეობა — 900 მილიონ ადამიანს (დედამიწის მოსახლეობის 14%). კონტინენტებს შორის ამ მაჩვენებლებით იგი ჩამორჩება მხოლოდ ევრაზიას. უჭირავს დედამიწის მთელი ზედაპირის 6%, ხოლო ხმელეთის 20,4%.

აფრიკა, განსაკუთრებით ცენტრალური აღმოსავლეთ აფრიკა, მეცნიერების მიერ ადამიანის წარმოშობის ადგილად ითვლება, რასაც ადასტურებს ადრეულ ჰომინიდთა აღმოჩენა და ასევე გვიანდელი (დათარიღებული 7 მილიონი წლით) ადამიანის წინაპართა დასახლებები, მათ შორის Sahelanthropus tchadensis, Africanus, Homo Erectus, რომელთა შორის ყველაზე ადრეული ადამიანები დაახ. 200 000 წლის წინ გამოჩნდნენ.

აფრიკა ეკვატორის ორივე მხარეს იჭიმება და მრავალ კლიმატურ სარტყელს მოიცავს. ეს ერთადერთი კონტინენტია, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის ზომიერ სარტყლებს სწვდება.

ფართობი 30,221,532 კმ2
მოსახლეობა 1,000,010,000 (2005)
მოს. სიმჭიდროვე 30.51/კმ²
ქვეყნები 53 (ქვეყნების_სია)
ენები აფრიკის ენების სია
სასაათო სარტყელი UTC-1 და UTC+4


კონტინენტი - ავსტრალია / avstraliis kontinenti

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2633/თარიღი: 2013-06-04

ავსტრალია (ინგლ. Australia; ოფიც. ავსტრალიის კავშირი ინგლ. Commonwealth of Australia) — სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით.

40 000 წლის განმავლობაში, XVIII საუკუნის ბოლომდე, სანამ ევროპელებმა დაიწყეს კონტინენტის ათვისება, ავსტრალიასა და ტასმანიაზე საშუალოდ 250 სხვადასხვა ტომის ავსტრალიელი აბორიგენი სახლობდა. უშუალოდ ჩრდილოეთიდან წამოსული მეთევზეების არარეგულარული სტუმრობისა და 1606 წელს ევროპული აღმოჩენის შემდეგ[1], ავსტრალიის აღმოსავლეთი ნაწილი 1770 წელს დიდმა ბრიტანეთმა მიისაკუთრა და საწყის ეტაპზე პატიმრებით დაასახლა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიები, 1788 წლის 26 იანვარს აღმოჩენიდან. მომდევნო წლებში მოსახლეობა ინტენსიურად იზრდებოდა. XIX საუკუნეში კიდევ ხუთი უფრო დიდი თვითმმართველური ბრიტანეთის ზღვის გადაღმა კოლონია დაარსდა.

1901 წლის 1 იანვარს, ექვსი კოლონია ფედერაციად გაერთიანდა და ავსტრალიის რესპუბლიკა შეიქმნა. ამჟამად ავსტრალიას სტაბილური ლიბერალური დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა აქვს. მისი მოსახლეობა 22 მილიონია, რომლის დაახლ. 60% ცხოვრობს შტატების დედაქალაქებში: სიდნეი, მელბურნი, ბრიზბენი, პერთი და ადელაიდა. ქვეყნის დედაქალაქია კანბერა, რომელიც ფედერალურ ტერიტორიაზე მდებარეობს.

ავსტრალია განვითარებული ქვეყანაა, აყვავებული კოსმოპოლიტური საზოგადოებითა და გამორჩეულად მაღალი განვითარების იდექსით, ცხოვრების ხარისხით, სრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემით, ცხოვრების მაღალი ხანგრძლივობით, საყოველთაო საზოგადო განათლებით, ეკონომიკური და პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლებით[2].

ავსტრალიის ქალაქები მსოფლიოს უდიდესი ქალაქების რიგს მიეკუთვნება კულტურული მრავალფეროვნებითა და ცხოვრების ხარისხით. ქვეყანა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, დიდი ოცეული, ერთა თანამეგობრობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ANZUS, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური გაერთიანება, წყნარის ოკეანის კუნძულების ფორუმი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.


ადოლფ ჰიტლერი "მარქსიზმის" იდეების შესახებ წერდა..

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 996/თარიღი: 2013-06-04

"მარქსიზმის ებრაული დოქტრინა უარყოფს ბუნებაში არსებულ არისტოკრატიზმის პრინციპს და ნაცვლად ინდივიდუმის ძალის მარადიული პრივილეგიისა,იცავს მკვდარი მასის იდეის უპირატესობას.სხვა სიტყვებით,მარქსიზმი უარყოფს ინდივიდუალურობის ფასეულობას,(ავტორი გენია.ჯი) ართმევს ყოველნაირ მნიშვნელობას იმას,რასაც კაცობრიობა მიჰყავდა და მიჰყავს უმაღლესი კულტურისაკენ.მარქსიზმის სწრაფვას,მთელს მსოფლიოს თავს მოახვიოს თავისი კანონები,მხოლოდ ქაოსი მოჰყვება.
თუ ებრაეო...


ვის გიყვართ ეს სერიალი ?

ავტორი: chanchalarezo15/კომენტარები: 0/ნახვა: 1290/თარიღი: 2013-06-04

ვის გიყვართ ეს სერიალი ? 


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.