Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 09

კონტინენტი - ჩრდილოეთი ამერიკა / chrdiloet amrika

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1542/თარიღი: 2013-06-09

ფართობი 24 709 000 კმ2
მოსახლეობა 528 720 588 (ივლისი, 2008)
მოს. სიმჭიდროვე 22,9/კმ2 (59.3/sq mi) [1]
მოს. შემადგენლობა ჩრდილოეთ ამერიკელები, ამერიკელები[2]
ქვეყნები 23 (ქვეყნების_სია)
ენები ინგლისური, ესპანური, ფრანგული, და სხვა
სასაათო სარტყელი UTC-10 – U

ჩრდილოეთი ამერიკა (ინგლ. North America, ფრანგ. Amérique du Nord, ესპ. América del Norte, Norteamérica, ნაუატ. Ixachitlān Mictlāmpa) — კონტინენტი დედამიწის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებში. სამხრეთ ამერიკასთან ერთად ქმნის ამერიკას. ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ქვეყნებია: კანადა, აშშ და მექსიკა. კონტინენტის ფართობი კუნძულების გარეშე შეადგენს 20,36 მლნ კმ²-ს, კუნძულებთან ერთად კი 24,709 მლნ კმ²-ს. ჩრდილოეთ ამერიკას ეკუთვნის კუნძული გრენლანდია, კანადის არქტიკული არქიპელაგი, კარიბები, ალეუტის კუნძულები და სხვა.

2008 წლის მონაცემებით ჩრდილოეთ ამერიკის 23 სახელმწიფოში 529 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. კონტინენტებს შორის ფართობით იგი მესამეა, აზიისა და აფრიკის შემდეგ, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე, აზიის, აფრიკისა და ევროპის შემდეგ.

კონტინენტის ძირითადი გეოლოგიური ბირთვი წარმოიშვა უძველეს კრატონ ლავრენტიაზე. მისი ისტორია დაახლოებით 1,5-1 მილიარდ წელს მოიცავს. მატერიკის ძირითად ნაწილს კანადის ფარი წარმოადგენს. ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია ევროპის კონტინენტისგანაა გამოყოფილი. ეს ორი მატერიკი ერთმანეთთან სუპერკონტინენტ პანგეას დროს იყო შეერთებული, სხვა დანარჩენ კონტინენტებთან ერთად. კონტინენტზე არსებული ხელსაყრელი პირობების გამო, მის ტერიტორია დინოზავრების გავრცელების მთავარ არეალს წარმოადგენდა. თუ, საიდან მოხვდნენ ადამიანები კონტინენტზე ამის შესახებ დანამდვილებითი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ყველაზე მყარი ჰიპოთეზის მიხედვით ადამიანები კონტინენტზე დიდი გამყინვარების დროს აზიიდან გადმოსახლდნენ.

კონტინენტის ჩრდილოეთი სანაპირო ძირითადად არქტიკულ სარტყელშია მოქცეული, დანარჩენი ნაწილი კი ზომიერ სარტყელშია. ასეთი ჰავის გამო კონტინენტზე ფართო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები მიმდინარეობს. კონტინენტზე მიედინება მსოფლიოში სიგრძით მესამე მდინარე — მისისიპი-მისურით.

კონტინენტი ძლიერი ეკონომიკური სისტემებით გამოირჩევა, აქ მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა — აშშ. ასევე ძლიერი ეკონომიკური სისტემები გააჩნიათ მექსიკასა და კანადას. კონტინეტზე ძირითადად სამი მსხვილი ეკონომიკური გაერთიანება მოქმედებს: ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (NAFTA), კარიბების კავშირი (CARICOM) და ცენტრალური ამერიკის საინტეგრაციო სისტემა (CACM)[3].

ყველაზე გარცელებული სალაპარაკო ენებია: ინგლისური, ფრანგული და ესპანური. სამივე ენის გავრცელება კონტინენტზე ევროპული კოლონიზაციის დროს მოხდა. მოსახლეობა მრავალფეროვანია ეთნიკური და რასობრივი თვალსაზრისითაც, ძირითად რასობრივ ჯგუფებს ინდოევროპელები, მეტისები და ზანგები წარმოადგენენ.


მაზარინის ბიბლიოთეკა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 820/თარიღი: 2013-06-09

"მაზარინის ბიბლიოთეკა" - წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძველ საჯარო და უნიკალურ ბიბლიოთეკას საფრანგეთში,რომელიც განთავსებულია ქვეყნის დედაქალაქ პარიზში.თავდაპირველად აღნიშნული ბიბლიოთეკა,გახლდათ საფრანგეთის სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწის,საყოველთაოდ ცნობილი,საფრანგეთის პირველი მინისტრის (1650-1661 წლებში),კარდინალის და გამოჩენილი მეცენატის,წიგნებზე უზომოდ შეყვარებული ბიბლიოფილის - ჯულიო მაზარინის (1602-1661 წლები) კერძო საკუთრება...


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.