Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 25

სეტსუკეკა / setsukeka

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 918/თარიღი: 2013-06-25

"სეტსუკეკა" - (თოვლი,სისხლი,ყვავილები),წარმოადგენს იაპონურ პოეტურ ანთოლოგიას,რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს იაპონურ კულტურულ ტრადიციაში.იგი პირველად შემუშავებულ იქნა XI საუკუნეში და განეკუთვნება "სამურაების" აღმოცენების პერიოდს,ფეოდალურ იაპონიაში.თავად სახელწოდება "სეტსუკეკა" მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოა: იგი არის ნიშანი განწყობისა,სეზონური სილამაზისა და აღფრთოვანებისა იაპონური ტრადიციების მიმართ.პარალელურად - "თოვლი,სისხლი და ყვავილები",აგებულია ეგრეთწოდებული "იეროგლიფური თამაშების" წესების დაცვით,როდესაც ერთი სიტყვა დამოკიდებულია სხვა იეროგლიფით დაწერილ მეორე სიტყვის მნიშვნელობაზე.ამგვარად "სეტსუკეკა" გამოისახება,როგორც სპეციფიკა "სამურაის" პოეტური ანთოლოგიისა.აღნიშნული ანთოლოგიის ლექსების ავტორები "არაპროფესიანალი" პოეტები იყვნენ (ისევე როგორც ეს მიღებული გახლდათ ჰეინანის პერიოდში).აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ იმ პერიოდში "სამურაების" სამხედრო ხელოვნება,განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა ამავე პოეზიისა და ამისათვის თუნდაც საკმარისია გავიხსენოთ სამურაების ტრადიციად ქცეული "სიკვდილისწინა სიმღერა".(ავტორი გენია.ჯი) იმ ეპოქის მრავალი სამურაი განთქმული გახლდათ თავიანთი პოეტური ქმნილებებით და საკმაოდ ბევრი ტალანტი პოეტიც ჰყავდათ.მაგალითად: ოტაკა გენსო,ობატა კენსინი,ჰაიანო ვასუკე და სხვები.თუმცა ცნობილია ისიც,რომ მათთვის პოეზია,"ხმლის" შემდგომ საფეხურზე იდგა.ფაქტობრივად "სეტსუკეკა" და "სამურაი" ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ფორმაციებს წარმოადგენდნენ.შესაბამისად იაპონელი პოეტები მრავალ ლექსს უძღვნიდნენ კიდეც სამურაების გმირობებს.მაგალითად: "სიკვდილი ბატონის კვალდაკვალ","სოგას ძმების შეტევა" და სხვა


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.