ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1024/თარიღი: 2013-06-15
ამ დღეებში ასტეროიდების თემა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. ასტეროიდმა სახელად 2012 DA14, კაცობრიობა გვარიანად შეაშინა.
მან ჩვენს პლანეტას ძალიან ახლოს, 27 700 კილომეტრზე ჩაუქროლა და მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგებმა თავიდანვე დაგვამშვიდეს – მისგან ხიფათს არ ველითო, მაინც შიში მანამ არ გაქრა, სანამ ზორბა ციური სხეული დაგვშორდებოდა. მოლოდინი ჩელიაბინსკში ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა გაამძაფრა, რომელმაც შენობები დააზიანა და ასეულობით ადამიანი დააშავა.
მოკლედ, ხიფათმა ჩაიარა, თუმცა 2029 წელს უფრო დიდი და პოტენციურად ძალიან საშიში ასტეროიდი მოგვიახლოვდება, რომლისგანაც მეცნიერები პრობლემებს არ გამორიცხავენ. ამიტომ, აქედანვეა საჭირო თადარიგის დაჭერა იმისათვის, რომ საშიშ ასტეროიდთან გამკლავება შევძლოთ და კაცობრიობას გადაშენება ავარიდოთ. ბუნებრივია, ამაზე მეცნიერები ფიქრობენ და ასტეროიდთან ბრძოლის ეფექტური მეთოდების შემუშავებას ცდილობენ. ახლახანს, კალიფორნიელმა მკვლევარებმა საინტერესო იდეა წამოაყენეს. ისინი ასტეროიდის გასანადგურებლად ან დასაშლელად, მზის სხივების ენერგიის გამოყენებას გვთავაზობენ
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 991/თარიღი: 2013-06-15
ცარიელი
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 885/თარიღი: 2013-06-15
ცათამბჯენები: ეს სიტყვა ასოცირდება ძალიან მაღალ შენობასთან. ამ პოსტში შემოგთავაზებთ სხვადასხვა ცათამბჯენებს.
მსოფლიოში დღესდღეისობით ათასობით ცათამბჯენი არსებობს, რომელიც მინიმუმ 200 მეტრის სიმაღლისაა, თუმცა მსოფლიო ცათამბჯენების არენაში რომ ჩაერთო და თავი გამოიჩინო ამისთვის 200 მეტრის სიმაღლე ნამდვილად არ გამოგადგებათ. ახლა კი წარმოგიდგენთ ყველაზე მაღალ მშენებარე და დასრულებულ ცათამბჯენებსრომლებიც სხვადასხვა ადგილების ერთ-ერთ საუკეთესო ლენდმარკებათ ითვლება.
1.ყველასათვის კარგად ნაცნობი ბურჯ ხალიფა დუბაიში, რომელის მშენებლობაც 2010 წელს დასრულდა და დღემდე ინარჩუნებს მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის სტატუსს. მისი სიმაღლე 828 მეტრზე მეტია, მაგრამ ბოლო სართული მხოლოდ 584 მეტრზეა განთავსებული. მასში 160 სართულია. ძირითადი ფართ უკავია სასტუმროსა და აპარტამენტებს. მისი მშენებლობა 1.5 მილიარდი ა.შ.შ დოლარი დაჯდა. შენობის სრული ფართი 300,000მ2-ზე მეტია.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 985/თარიღი: 2013-06-15
"ბაიკუშევის ფიჭვი" - ინგლისურ ენაზე "Baikushev's Pine",წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს ეგზემპლარს - ჰალდრაიხის სახეობის ფიჭვისა (აღნიშნულ სახეობას ასევე მოიხსენიებენ - ბოსნიური ფიჭვის სახელითაც).მისი ასაკი 1300 წლით განისაზღვრება და იგი ბულგარეთის ყველაზე "ხანდაზმულ" და "ცნობილ" მცენარედ მიიჩნევა.გარდა ამისა შეტანილია,მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ხეთა ნუსხაშიც.(ავტორი გენია.ჯი) "ბაიკუშევის ფიჭვის" მაქსიმალური სიმაღლე 26 მეტრ...
|
|