Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 15 » ცათამბჯენები
11:20 PM
ცათამბჯენები
2.მსოფლიოში სიმაღლით მეორე შენობაა ბევრისათვის უცნობი Abraj Al-Bait Towers-ი საუდის არაბეთში. მისი მშენებლობა 2012 წელს დასრულდა და უკვე ბევრი ცნობილი არქიტექტორისაგან მიიღო უხამსი შენობის სტატუსი. მისი არქიტექტურული სილამაზე ჯერ არავის უღიარებია. მისი სიმაღლე 601 მეტრია და 120 სართულისაგან შედგება.
3.ყველასათვის ცნობილი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ნიუ იორკში ტყუპების ადგილას გადაწყდა ახალი ცათამბჯენის აშენება, რომელიც ნაწილობრივ მაინც გაიზიარებდა ტყუპების პარამეტრებს და 2006 წელს ნიუ იორკში, გრაუნდ ზეროზე საძირკველი ჩაეყარა One World Trade Center-ის მშენებლობას. მისი სიმაღლე შპილის ჩათვლით 541 მეტრია ხოლო სახურავი 517 მეტრზეა. იგი 104 სართულისაგან შედგება. მისი ღირებულება 3.9 მილიარდი ა.შ.შ დოლარია, რაც უპრეცედენტო ღირებულებაა შენობისათვის. შენობაში განთავსებულია 71 ლიფტი რომლებიც ულტრასწრაფი სიჩქარით მოძრაობენ შახტებში. შენობის მშენებლობის ძირითადი ფაზა დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ შიდა მოპირკეთება. მისი საზეიმო გახნა 2014 წლის 1-2 კვარტალში იგეგმება. ცნობილმა ბიზნესმენმა და უძრავი ქონების აგენტმა დონალდ ტრამპმა მას სიმახინჯე უწოდა, რომელიც ნიუ იორკს ამახინჯებს და საკუთარ ტრამპ ტაუერებთან შედარება აფსურად ჩათვალა.
4.მეოთხე ადგილს იკავებს ტაიპეი 101 ქალაქ ტაიპეიში, ტაივანში. მისი მშენებლობა 1999 წელს დაიწყო და 2004 წელს დასრულდა. იგი მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის ტიტულის მფლობელი იყო 6 წლით (2004-2010) ბურჯ ხალიფას აშენებამდე. მისი სრული სიმაღლე 509 მეტრია, თუმცა ამის მიუხედავად ბოლო სართული განთავსებულია 439 მეტრის სიმაღლეზე. იგი შედგება 101 სართულისაგან რაზეც მისი სახელიც მოწმობს. მისი მშენებლობა 1.8 მილიარდი ა.შ.შ დოლარი დაჯდა. იგი ყველაზე მეტად განთქმულია მისი 61 ლიფტიდან 2-ით. ალბათ დაგაინტერესათ რატომ. საქმე იმაშია, რომ 2 ლიფტი ბოლო სართულზე ასასვლელადაა განკუთვნილი და მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ლიფტებად ითვლება.
5.მეხუთე ადგილზეა შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი, რომელიც უცნაური ფორმით გამოირჩევა. მისი მშენებლობა დაიწყო 1997 წელს და დამთავრდა 2008 წელს. მისი სიმაღლე 492 მეტრია და შედგება 101 სართულისაგან. მისი მშენებლობა 1.2 მილიარდი ა.შ.შ დოლარი დაჯდა. მასში განთავსებულია 91 მაღალ სიჩქარიანი ლიფტი.
მსოფლიოს შემდეგ დავბრუნდეთ ევროპაში და განვიხილოთ ევროპული ცათამბჯენები.

1Mercury City Tower-ი მოსკოვში სიმაღლით 339 მეტრი პირველ ადგილს იკავებს ევროპაში. იგი შედგება 75 სართულისაგან. მისი მშენებლობა დაიწყო 2009 წელს და უპრეცედენტო ვადებში 2013 წელს დამთავრდა. მისი სრული ფართი 180,000 მ2-ზე მეტია.
2 მეორე ადგილს იკავებს დასავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი შენობა The Shard ტაუერი ლონდონში. მისი სიმაღლე 309 მეტრია და 72 სართულისაგან შედგება. მისი მშენებლობა დაიწყო 2009 წელს და დასრულდა 2012-ში. მისმა ღირებულებამ 500,000,000 ფუნტზე მეტი შეადგინა. მასში განთავსებულია 44 ლიფტი
ახლა გადმოვინაცვლოდ საქართველოში სადაც უკვე არსებობს 200 მეტრის სიმაღლის შენობა და კიდევ იგეგმება აშენება.

ბათუმი ტაუერი. მისი სიმაღლე 200 მეტრია და შედგება 37 სართულისაგან. იგი მდებარეობს ბათუმში. მისი მშენებლობა 2010 წელს დაიწყო და 2012 წელს შედგა მისი გახსნის ცერემონია. იგი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ასეთი ტიპის შენობაში სასწავლო დაწესებულების განთავსება შეუძლებელი აღმოჩჩნდა. მისი ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს. მასში განთავსებულია 3 ლიფტი. აღსანიშნავია ისიც, რომ შენობის 170-ე მეტრზე განთავსებულია ეშმაკის ბორბალი. ბათუმი ტაუერის მომავალი დანიშნულება ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა სავარაუდოდ იგი ან საოფისე ან სავაჭრო დაწესებულებად გადაკეთდება. ასევე არსებობდა ვერსიები, რომ შენობაში უნდა განთავსებულიყო ბათუმის მერია.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 885 | დაამატა: balu | ტეგები: Club, Android, edit, Audi, Aventador, Dead, Black, Edition, comedy, Exclusive | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.