Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 3 » ეკოსოსტემა. ბიომები - ტუნდრა
1:06 PM
ეკოსოსტემა. ბიომები - ტუნდრა
ტუნდრა (< ფინ. tunturi – უტყეო, მოშიშვლებული მაღლობი) — მცენარეულობის ტიპი, რომელიც დამახასიათებელია არქტიკული ოლქისათვის. ჩრდილოეთით ესაზღვრება არქტიკული უდაბნოები, სამხრეთით — ტყეები.

ტუნდრა ჩამოყალიბდა ცივი, ჭარბტენიანი ჰავისა და მარადი მზრალობის პირობებში, სუსტად განვითარებულ ნიადაგზე.

სკანდინავიის, ურალის, ციმბირის, ალასკის, ჩრდილოეთ კანადის მთებში ე.წ. მთის ტუნდრა გვხვდება. ტუნდრაში ჭარბობს მრავალწლოვანი მცენარეები: ხავსები, მღიერები, ბალახოვანი ჰემიკრიპტოფიტები და ქამეფიტები (კორდიანი, ფესურიანი, ბალიშა და ნახევრად ბალიშა, როზეტისებრი და ნახევრად როზეტისებრი მცენარეები), ფოთოლმცვივანი ქონდარა ბუჩქები — ქამეფიტები (Salix polaris და სხვ.), მარადმწვანე ქონდარა ბუჩქები (Empetrum hermaphroditum, Ledum decumbens და სხვ.), ფოთოლმცვივანი ტანმორჩილი ბუჩქები — ნანოფანეროფიტები (Betula nana, B. exilis, Salix lanata); თითო-ოროლა გვხვდება ერთწლოვანები (Koenigia islandica და სხვა) და ბოლქვიანი გეოფიტები (Liolidia serotina და სხვა). ტუნდრისთვის ნიშანდობლივია პოლიდომინანტურობა და მოზაიკური სტრუქტურა.

ტუნდრის ზონის დიდი ნაწილი უჭირავს ჩრდილოურ და სამხრეთულ სუბარქტიკულ ტუნდრას, რომელიც უკიდურეს ჩრდილოეთით იცვლება არქტიკული ტუნდრით; აქ ბუჩქნარი სრულიად არ არის. რუსეთის ევროპული ნაწილის აღმოსავლეთ და დასავლეთ ციმბირში სამხრეთული ტუდრისთვის დამახასიათებელია ქონდარა არყის დაჯგუფებების გაბატონება. ჩრდილოეთისაკენ ბუჩქნარი მეჩხერდება და სულ უფრო გართხმულია მიწაზე, თანდათან ფართოდ ვრცელდება ისლი. აღმოსავლეთ ციმბირში ქონდარა არყის დაჯგუფებები ადგილს უთმობს არყის სხვა სახეობის დაჯგუფებებს. ჩუკოტკასა და ალასკაზე გავრცელებულია იაკოლბოხიანი ტუნდრა, სადაც ბატონობს წყლის ბამბა და ისლი.

კანადისა და გრენლანდიის სუბარქტიკულ ტუნდრაში გაბატონებულია ერიკოიდული ბუჩქები.

ტუნდრას იყენებენ ირმის საძოვრებად, სამონადირეო სავარგულებად; აგროვებენ კენკრას (მიწამაყვალა, ლურჯი მოცვი). დამუშავებულია ტუნდრაში მაღალმოსავლიანი მდელოების შექმნის ხერხები.

ტუნდრისთვის დამახასიათებელია ზოგიერთი სახეობა (კეწერა, წითელი მოცვი, ლურჯი მოცვი, მოცვი, ბამბა და სხვა) გავრცელებულია კავკასიონის მაღალმთიანეთში; გვხვდება მონათესავე სახეობებიც (ტუნდრაში — oxyria digina, Dryas octopetala და სხვა. კავკასიონზე, შესაბამისად — Oxyria elatior, Dryas caucasica და სხვა).
კატეგორია: ბუნება | ნანახია: 1968 | დაამატა: balu | ტეგები: ეკოსისტემის ბიომი ekosistemis biome, ეკოსოსტემა. ბიომები - ტუნდრა, taiga | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.