Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 13 » გარდაცვალების გასაოცარი მიზეზები" - ნაწილი I
2:01 PM
გარდაცვალების გასაოცარი მიზეზები" - ნაწილი I
1. ჩეხი (პრაღელი) ქალბატონი - ვერა ჩერვაკი,რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია მეუღლის ღალატის შესახებ,სტრესში ჩავარდა,რის შედეგადაც თავის მოკვლის მიზნით,საკუთარი ბინის,მესამე სართულის ფანჯრიდან გადახტა.ამ დროს კი მისი მეუღლე სახლში ბრუნდებოდა და სწორედ იმ ფანჯრის დაბლა იმყოფებოდა მისი ვარდნის დროს,საიდანაც მისი ცოლი გადმოხტა.უცნაურია ის ფაქტი,რომ ქალი სწორედ მას დაეცა თავში და ადგილზევე მოკლა.თავად ვერა კი ტრამვების შედეგად ჰოსპიტალში მოხვდა,საიდანაც მალევე გამოწერეს.
2. უმუშევრობისაგან და სიღარიბისაგან გაწამებულმა,დეპრესიაში მყოფმა 42 წლის იტალიელმა - რომოლო რიბოლამ,თვითმკვლელობა გადაწყვიტა.იგი თავის მოსაკლავად სამზარეულოში გავიდა,რა დროსაც მას მეუღლემ შეუსწრო.ცოლმა დიდი ვედრებისა და ხვეწნის შემდეგ,ქმარს სუიციდის ჩადენა გადააფიქრებინა. და როდესაც მისმა მეუღლემ იარაღი ძირს გამეტებით დაახეთქა,ტყვია გავარდა და ისედაც გაუბედურებულ რომოლოს მეუღლეს მოხვდა,რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.(ავტორი გენია.ჯი)
3. 2005 წელს,ინტერნეტ-თამაშების ერთ-ერთმა ფანატიკოსმა მოთამაშემ,28 წლის კორეელმა - ლე სეუნგ სეოპმა,ინტერნეტ-კაფეში - Starcraft-ის თამაში დაიწყო,რომელიც შეუსვენებლად 50 საათი გაგრძელდა.ალბათ იგი კიდევ დიდხანს ითამაშებდა,რომ არა მისი გონებრივი და ფიზიკური გადაღლილობისაგან გამოწვეული სიკვდილი.
4. ამერიკელი ტელეწამყვანი - კრისტინ ჩაბაკი,ერთადერთი ჟურნალისტია,რომელმაც თვითმკვლელობა "პირდაპირი სატელევიზიო ეთერის" დროს ჩაიდინა.მას ევალებოდა გაეკეთებინა კრიმინალური სახის ქრონიკები და რეპორტაჟები - მკვლელობების,ჩხუბების,ძარცვების,გაუპატიურებებისა და სხვა ამგვარი ფაქტების შესახებ.ტელევიზიის ხელმძღვანელობა კი მისგან მოითხოვდა,რაც შეიძლება მეტი სისხლიანი და შოკირებადი სიუჟეტების გაკეთებას.მაშინ,როდესაც მისი ტოქ-შოუს ჩვენება მიმდინარეობდა (1974 წლის 15 ივლისი),გადაცემის დაწყებიდან მე-8 წუთზე,გადაცემაში მოხდა ტექნიკური სახის პრობლემა.ამან კი მასზე იმდენად დამთრგუნველად იმიქმედა,რომ მაინც მოახერხა პირდაპირ ეთერში ჩართვა,რა დროსაც განაცხადა:
"მხარდაჭერას ვუცხადებ ტელეკომპოანია Channel 40-s პოლიტიკას,რომელიც ყველაფერს აკეთებს,რათა თქვენამდე მოიტანოს ახალი სიკვდილი და სისხლი,სულიად ახალ ფერებში. და თქვენ გახდებით პირველები,ვინც იხილავთ პირველ სატელევიზიო თვითმკვლელობას".
ამ სიტყვების შემდგომ მან ამოიღო პისტოლეტი და "პირდაპირი სატელევიზიო ეთერისას" თავი მოილა.თვადაპირველად ოპერატორს ყოველივე ეს ხუმრობა ეგონა,თუმცა მალევე სოკში ჩავარდა,როდესაც მისი აგონიაში მყოფი სხეული იხილა.(ავტორი გენია.ჯი)
5. ამერიკის ბეისბოლის გუნდის Cleveland Indians-ის მოთამაშე - რეი ჩეპმენი,მამტჩის დროს,მოწინააღმდეგე გუნდის New York Yankees-ის მოთამაშის,საშინელი ძალით გამოტყორცნილი ბურთის მოხვედრის შედეგად,ადგილზევე გარდაიცვალა.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 872 | დაამატა: balu | ტეგები: mizezebi, gardacvalebi, ucnauri potoebi, qartuli komiqsebi, გარდაცვალების გასაოცარი მიზეზები - , saocrebebi | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.