4:48 PM ღვეზელი ყველით და სოსისით | |
ეს არის მარტივი და ნოყიერი ღვეზელი, რომელიც მზადდება სწრაფად, ამიტომაც მშვენიერი ვარიანტია თუკი უცებ გაიგეთ რომ სტუმრები უნდა გეწვიონ. ინგრედიენტები: კეფირი ან მაწონი 250მლ ფქვილი 150გრ კვერცხი 2ც ყველი 200გრ სოსისი(ან ძეხვი) 200გრ გამაფხვიერებელი 1ჩ/კ მარილი მომზადების წესი: ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. სოსისი დავჭრათ თხელ რგოლებად. კვერცხი, კეფირი, და მარილი გავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავამატოთ გამაფხვიერებელი და ფქვილი, მოვურიოთ ისევ რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. დავამატოთ ყველი და ძეხვი, ამოვურიოთ. ჩავუშვათ ცომი ცხიმწასმულ ფორმაში და შევდგათ 180გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთის მანძილზე. ღვეზელი ძალიან გემრიელია ცხელ მდგომარეობაში. თუმცა ცივიც საკმაოდ გემრიელია. | |
|