Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 27 » კობაიასი ისსა / kobaiasi issa
1:04 AM
კობაიასი ისსა / kobaiasi issa
კობაიასი ისსა - დაიბადა 1763 წლის 15 ივნისს,სინანოს პროვინციის (თანამედროვე სინანომატის პროვინცია - ნაგანოს პრეფექტურა),სოფელ კასივაბარაში.იგი წარმოადგენდა დიდ იაპონელ პოეტსა და ჰაიკუს ჟანრის პოეზიის ოსტატს.მას შემდეგ რაც დედა გარდაეცვალა,მამა მეორედ დაქორწინდა,თუმცა მეორე ქორწინება მისთვის ბედნიერების მომტანი ვერ გახდა.ოჯახში განვითარებულმა უკმაყოფილებამ,იგი იძულებული გახადა 13 წლის ასაკში დაეტოვებინა სახლი,რის შემდეგაც იაპონიის დედაქალაქ ედოში (თანამედროვე ტოკიო) წავიდა სამსახურის საძებრად.25 წლის ასაკიდან იწყებს პოეზიის შესწავლას,მიძოგუტი სომარუსა და ნიროკუანა კობაიასი ტიკუ-ას ხელმძღვანელობის ქვეშ,კაცუსიკას ადგილობრივ სკოლაში.მალევე იწყებს ჰაუიკუს ჟანრის პოეზიის ლექსების წერას.მისმა შემოქმედებამ დიდი მოწონება დაიმსახურა და მისივე პოეზიის ერთ-ერთ მფარველად სეიბი ნაცუმე იქცა.51 წლის ასაკში ბრუნდება მშობლიურ ადგილებში და კიდევ უფრო აქტიურად ერთვება პოეზიაში.მისი პოეზია გამოიჩეოდა პირადი ცხოვრების მოტივებით და წერდა ბავშვური უბრალოებით,რომლებშიც ფართოდ იყო გამოსახული ადგილობრივი დიალექტები და დიალოგის ფორმები.(ავტორი გენია.ჯი) კობაიასის კალამს 20 000-მდე ლექსი ეკუთვნის და გარდა ამისა უამრავი რაოდენობა ჰაიგას სურათებისა.მისი შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლექსების კრებულად დღემდე მიჩნეულია - "ჩემი გაზაფხული" და "მამაჩემის სიკვდილის დღიური".ჰაიკუს იაპონური ჟანრის საუკეთესო ლექსად კი მიჩნეულია ჰაიკუ,სახელწოდებით - "ლოკოკინა",რომლის სახელწოდებაც მოგვიანებით,რუსმა მწერალმა ძმებმა - არკადი და ბორის სტრუგაცკებმა,თავიანთ სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის რომანს უწოდეს - "ლოკოკინა ფერდობზე".კობაიასი ისსა გარდაიცვალა 1827 წლის 19 ნოემბერს.მისი სახელი კი დღემდე მიიჩნევა,როგორც ერთ-ერთი საუკეთესო იაპონელი ოსტატი "ჰაიკუს" ჟანრის პოეზიისა.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 927 | დაამატა: balu | ტეგები: ambebi, კობაიასი ისსა, kobaiasi issa, biografia, shesaxeb | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.