Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 4 » კონტინენტი - ავსტრალია / avstraliis kontinenti
4:58 PM
კონტინენტი - ავსტრალია / avstraliis kontinenti

გეოგრაფია და ბუნება

ავსტრალიის ფართობი 7.686.850 კვ.კმ-ია, საზღვაო საზღვარი — 34,218 კმ. მას გარს აკრავს ინდოეთისა და წყნარი ოკეანეები. აზიისგან გამოყოფილია არაფურისა და ტიმორის ზღვებით. ავსტრალია მსოფლიოში ყველაზე პატარა კონტინენტია და სიდიდით რიგით მეექვსე ქვეყანა. იგი ასევე ყველაზე დიდ კუნძულად არის მიჩნეული[3].

ავსტრალია სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს: მატერიკზე, კუნძულ ტასმანიასა და მრავალრიცხოვან პატარა კუნძულებზე. ავსტრალიის მფლობელობაშია რამდენიმე მცირე კუნძული, ე. წ. გარე ტერიტორიები, აგრეთვე სექტორი ანტარქკიდაზე. იგი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მთელ კონტინენტს იკავებს. ფართობით ოდნავ ჩამორჩება აშშ-ს (ალასკას გარეშე) და დაახლოებით 32-ჯერ აღემატება მის ყოფილ მეტროპოლიას — გაერთიანებულ სამეფოს. ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 3 680 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 2000 კმ-ზე. ავსტრალია, გეოლოგიური თვალსაზრისით, ხმელეთის ერთ-ერთი უძველესი მასივია, რომელიც ჩამოყალიბდა თითქმის 3 მლნ წლის წინ. რელიეფში ჭარბობს პლატოები, მთიან რაიონებს ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი უკავია. კონტინენტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ ვრცელდება სუბტროპიკული, ტროპიკული, სუბეკვატორული და ზომიერი კლიმატური სარტყლები. კონტინენტებს შორის იგი ყველაზე მშრალია.

ქვეყნის აღმოსავლეთით წყნაროკეანულ სანაპიროს გაუყვება დიდი წყალგამყოფი ქედი, რომლის სამხრეთში, ავსტრალიის ალპებში, მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი კოსციუშკო. დასავლეთი ნაწილი უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებს უკავია. მათ შორის უდიდესია ვიქტორიის დიდი უდაბნო.

დიდი ბარიერული რიფი წარმოადგენს მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარ ჯაჭვს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ავსტრალიის კონტინენტის, იორკის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონის გაყოლებაზე. იგი გადაჭიმულია 2000 კმ-ზე და მნიშვნელოვნად აფერხებს ნაოსნობას ავსტრალიის ამ რეგიონში.

ტერიტორიის 40% ტროპიკებს წარმოადგენს, ერთი მესამედი უდაბნოა (დიდი ქვიშიანი უდაბნო, ვიქტორიის დიდი უდაბნო, გიბსონის ქვიანი უდაბნო). ავსტრალიის უდაბნოების ზონაშია აღმართული მსოფლიოს უდიდესი მონოლითი — წითელი მთა ულურუ. იგი დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის ფერს.
ავსტრალიის გეოგრაფიული რაიონებია: დასავლეთ ავსტრალიის ზეგანი, ცენტრალური დაბლობი, აღმოსავლეთ ავსტრალიის მთები.
მთის მასივებია: მაკდონელი, ჰამერსლი, კიმბერლი, ნალარბორი, ავსტრალიის ალპები. უმაღლესი მწვერვალია მთა კოსციუშკო (2 228 მ).
უდიდესი მდინარეებია: დარლინგი, მურეი, მარამბიჯი, ლაკლანი.
უდიდესი ტბებია: ეირი, ტორენსი, გერდნერი.
უდიდესი კუნძულებია (კვ.კმ) - ტასმანია (64.519), მელვილი (5.786), კენგურუ (4.416).
უდიდესი ნახევარკუნძულებია: არმენლენდი, კეიპიორკის და ეირის ნახ. კუნძულები.
უდაბნოებია:ქვიშიანი უდაბნო, გიფსონის უდაბნო და ვიქტორია.
ბუნებრივი რესურსები: ბოქსიტები, ქვანახშირი, რკინის მადანი, სპილენძი, კალა, ოქრო, ვერცხლი, ურანი, ნიკელი, ვოლფრამი, მინერალური სილა, ტყვია, თუთია, ალმასი, ბუნებრივი აირი, ნავთობი;

ფლორა და ფაუნა
ავსტრალიის ფაუნა გამოირჩევა უნიკალური ცხოველების მრავალფეროვნებით, კონტინენტზე არსებული ძუძუმწოვრების 83%, ქვეწარმავლების 89%, თევზებისა და მწერების 90% და ამფიბიების 93%, წარმოადგენენ ავსტრალიის ენდემურ სახეობებს[4]. ენდემიზმის მაღალი დონე შეიძლება მიეწეროს კონტინენტის გრძელ გეოგრაფიულ იზოლაციას, სტრუქტურულ სტაბილურობას და კლიმატის იშვიათი ცვლილების ეფექტებს. ძუძუმწოვრებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ ჩანთოსნები. დათვლილია, რომ ავსტრალიაში 200,000 ცხოველის ჯიში არსებობს, რომელთაგანაც 96% უხერხემლოები არიან. ეს სამყარო იმდენად უნიკალურია, რომ ავსტრალიელებმა საკუთარ სახელმწიფო გერბზე ორი მათგანი გამოსახეს: კენგურუ და სირაქლემა ემუ. ზანტი ჩანთოსანი დათვი - კოალა ანუ ავსტრალიური ზარმაცა - ხეზე ცხოვრობს. აბორიგენების ენაზე მისი სახელი ნიშნავს ”ვინც წყალს არ სვამს.” მართლაც,კოალა სიცოცხლისთვის საჭირო ტენს მხოლოდ თავისი საკვების, ევკალიპტის, თორმეტიოდე სახეობის ფოთლებიდან იღებს. ავსტრალიის წყლებში 4,000-ზე მეტი თევზის სახეობა ცხოვრობს, რომლის 90% ენდემურია. ავსტრალიასა და მის ტერიტორიაში ცხოვრობს 800-ზე მეტი სახეობის ფრინველი, რომელთაგანაც 350 ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ახალი გვინეის ენდემები არიან.

ავსტალიის ფლორა მოიცავს მცენარეების მრავალ სახეობას: სისხლძარღვოვნების 20,000, ხოლო არასისხძარღვოვნების - 14,000 სახეობას. სოკოების 250,000 ჯიშია გავრცელებული, ხოლო ლიქენების - 3 000. გვხვდება ევკალიპტის 600 სახეობა. ქვეყნის აღმოსავლეთში ისინი 100 მ. სიმაღლეზე იზრდება. ტყეებს უკავია მთელი ტერიტორიის 8%

ისტორია
ადამიანის პირველი დასახლებები ავსტრალიის კონტინენტზე დაახლოებით 42,000-48,000 წლის წინ დაიწყო[5]. სავარაუდოდ კონტინენტზე დასახლებული ადამიანები იყვნენ ავსტრალიის თანამედროვე აბორიგენების წინაპრები. პირველი Homo Sapiens ავსტრალიაში სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან ჩამოვიდა. გადმოსულთა უმეტესობა მონადირეები და მიწათმოქმედები იყვნენ. ტორესის სრუტის კუნძულებზე მცხოვრებნი ძირითადად მებაღეობასა და მონადირეობა-მოსავლის აღებას ეწეოდნენ.

ავსტრალიის ტერიტორიის პირველი ევროპული დაზვერვა განახორციელა ჰოლანდიელმა ნავიგატორმა, უილემ ჯენსზუნიმ, რომელმაც 1606 წელს იორკის ნახევარკუნძულის სანაპირო აღმოაჩინა. XVII საუკუნის განმავლობაში ჰოლანდიელებმა მოიარეს ავსტრალიის დასავლეთის და ჩრდილოეთი საზღვაო საზღვრები და ამ ტერიტორიას უწოდეს ახალი ჰოლანდია, მაგრამ დასახლება არ უცდიათ. 1770 წელს ინგლისელმა ჯეიმს კუკმა გაცურა ავსტრალიის გასწვრივ და შეადგინა ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპიროს რუკა, რომელსაც ახალი სამხრეთი უელსი დაარქვა და დიდი ბრიტანეთის საკუთრებად გამოაცხადა[6]. კუკის აღმოჩენის მეშვეობით ბრიტანეთის იმპერიამ დამსჯელი კოლონია დააარსა. 1788 წლის 26 იანვარს კაპიტან არტურ ფილიპის ხელმძღვანელობით ახალი სამხრეთი უელსის ბრიტანეთის ზღვის გადაღმა კოლონიების მოსახლეობამ დასახლება პორტ-ჯექსონში დაიწყო. მომავალში ეს დღე გამოცხადდა ავსტრალიის ეროვნულ დღედ. ამჟამად ტასმანიის სახელით ცნობილი ვან-დიმენის მიწა დასახლდა 1803 წელს, ხოლო ცალკე კოლონია იგი 1825 წელს გახდა. 1829 წელს დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად მოითხოვა ავსტრალიის დასავლეთი ნაწილი.
ბრიტანეთის ადმინისტრაციამ სამხრეთი უელსი რამდენიმე კოლონიად დაყო — 1836 წელს შეიქმნა სამხრეთი ავსტრალია, 1851 წელს — ვიქტორია, ხოლო 1859 წელს — კუინზლენდი. ჩრდილოეთი ტერიტორია გაჩნდა 1911 წელს სამხრეთი ავსტრალიისგან გამოყოფის შემდეგ. სამხრეთი ავსტრალია დააარსეს როგორც "თავისუფალი პროვინცია" — რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არასდროს იყო დამსჯელი კოლონია. ვიქტორია და დასავლეთი ავსტრალია ასევე დააარსეს "თავისუფლად", თუმცა შემდეგ მაინც მიიღეს გადმოყვანილი მსჯავრდადებულები[7]. მსჯავრდადებულების გადმოყვანა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიაში 1848 წელს შეწყდა ახალმოსახლეების პროტესტის შემდეგ[8].
გატაცებული თაობები [რედაქტირება]

ევროპული დასახლებების გაჩენამდე ავსტრალიელი აბორიგენების მოსახლეობა დაახლოებით 350,000 ადამიანი იყო[9]. აბორიგენული მოსახლეობის რაოდენობა შემდგომი 150 წლის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა, რისი ძირითადი მიზეზი ინფექციური დაავადებები იყო.[10].

გატაცებული თაობები (ასე უწოდებდნენ ოჯახებიდან აბორიგენული წარმოშობის ბავშვების წაყვანას, რასაც ჰენრი რეინოლდსი და მისი მოკავშირეები სხვადასხვა მიზეზების/ნიშნების გამო გენოციდად თვლიან) - [11], შესაძლოა ასევე იქცა ადგილობრივი მოსახლეების კლების მიზეზად[12].

აბორიგენთა ისტორიის ამგვარი თვალსაზრისის წინააღმდეგნი არიან კონსერვატიული კომენტატორები, როგორიც არის პრემიერ-მინისტრი ჯონ ჰოვარდი. მათი მოსაზრებით ეს მოვლენები გაზვიადებულია ან გამოგონილია პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიზნების გამო. ეს დებატები ავსტრალიაში ცნობილია ისტორიის ომების სახელით. 1968 წლის რეფერენდუმის თანახმად, ფედერალურმა მთავრობამ მიიღო ძალაუფლება რათა განეხორციელებინა პოლიტიკა და შეექმნა კანონები აბორიგენების უფლებების დასაცავად.
ავსტრალიაში ოქროს ცხელება დაიწყო 1850-იანი წლების დასაწყისში. ეურეკა სტოკეიდი აჯანყდა სამთო საქმის ლიცენზიის გადასახადების წინააღმდეგ 1854 წელს. 1855-1890 წლებს შორის, ექვსმა კოლონიამ ინდივიდუალურად მიიღო პასუხისმგებელი მთავრობა, რომელიც ხელმძღვანელობდა მათი საკუთარი საქმის უმეტეს ნაწილს ბრიტანეთის იმპერიის დარჩენილ ნაწილზე. კოლონიურმა მმართველობამ ლონდონში დაიტოვა კონტროლი ზოგიერთ საქმეზე, რომელთაგან აღსანიშნავია საგარეო საქმეები, თავდაცვა და საერთაშორისო ტვირთგადაზიდვა. 1901 წლის 1 იანვარს, კოლონიების ფედერაცია საბოლოოდ გაერთიანდა ათეულ გეგმის, კონსულტაციებისა და ხმის მიცემის შემდეგ. ავსტრალიის რესპუბლიკა შეიქმნა და გახდა ბრიტანეთის იმპერიის დომინიონი 1907 წელს. ფედერალური დედაქალაქის ტერიტორია (შემდეგ გადაერქვა სახელი — ავსტრალიის ფედერალური ტერიტორია) შეიქმნა ახალი სამხრეთი უელსის ნაწილიდან 1911 წელს, იმისთვის, რომ დაედგინათ ახალი ფედერალური დედაქალაქ კანბერას ადგილმდებარეობა (სანამ კანბერა აშენდებოდა მელბურნი იყო დროებითი მთავრობის ადგილსამყოფელი 1901-1927 წწ.). 1911 წელს, ჩრდილოეთი ტერიტორია გადასცეს სამხრეთი ავსტრალიის მთავრობის კონტროლიდან სახელმწიფოს[13]. 1914 წელს ავსტრალია შეუერთდა ბრიტანეთს პირველ მსოფლიო ომში, როგორც ლიბერალური პარტიის, ასევე ლეიბორისტული პარტიის მხარდაჭერით.[14]ავსტრალიელებმა მიიღეს მონაწილეობა ბევრ მთავარ ბრძოლაში.[15]. ბევრი ავსტრალიელი პატივს სცემს ავსტრალიისა და ახალ იზელანდიის არმიის კორპუსების დამარცხებას გალიპოლის ოპერაციაში, როგორც ერის დაბადებას — ეს იყო პირველი მთავარი საომარი მოქმედება.[16].

ბრიტანეთის 1931 წლის ვესტმინსტერის სტატუტმა ოფიციალურად დაასრულა ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის კონსტიტუციური კავშირები. ავსტრალიამ ეს აქტი 1942 წელს მიიღო, მაგრამ თარიღი უკანა რიცხვით მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის ჩაწერა იმისთვის, რომ დაედასტურებინა კანონმდებლობის კანონიერება, რომელიც ავსტრალიის პარლამენტმა ომის დროს გაატარა. დიდი ბრიტანეთის პოზიციების შესუსტებამ აზიაში 1942 წელს და იაპონიის შეჭრის მუქარამ, ავსტრალია იძულებული გახდა აშშ-სკენ შეტრიალებულიყო, როგორც ახალი მოკავშირე და დამცველი. 1951 წლიდან, ავსტრალია ოფიციალურად იყო აშშ-ის სამხედრო მოკავშირე, ANZUS-ის ხელშეკრულების თანახმად. მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, ავსტრალიამ ხელი შეუწყო ევროპიდან იმიგრაციას. 1970-იანი წლების შემდეგ, თეთრი ავსტრალიის პოლიტიკის მოსპობასა და აზიიდან იმიგრაციასაც შეუწყვეს ხელი. რის შედეგადაც, ავსტრალიის დემოგრაფია და კულტურა გარდაიქმნა. უკანასკნელი კონსტიტუციური კავშირი ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის იყო 1986 წლის ავსტრალიის აქტი, რომლითაც დასრულდა ბრიტანეთის როლი ავსტრალიის შტატების მთავრობაში,[17]. 1999 წლის რეფერენდუმზე, ავსტრალიელების 54%-მა ხმა მისცა და უარყო წინადადება, რომლის თანახმადაც ავსტრალია გახდებოდა რესპუბლიკა საპრეზიდენტო მმართველობით. ვიტლემის მთავრობის არჩევნების შემდეგ, გაიზარდა აქცენტი წყნარი ოკეანის რგოლის ერების მიმართ, რომლებიც ავსტრალიის ტრადიციულ მოკავშირეობას და ვაჭრობის პარტნიორობას უჭერენ მხარს.

სახელმწიფო წყობა
პირველი ევროპელები, რომლებმაც ფეხი დაადგეს ავსტრალიის მიწაზე, იყვნენ ჰოლანდიელები. 1770 წლიდან დაიწყო ინგლისელთა განსაკუთრებული დაინტერესება კონტინენტის მიმართ. 1788 წელს მოხდა კოლონიების გაერთიანება ერთიან სახელმწიფოდ - ავსტრალიის კავშირად. 1931 წელს, ვესტმისტერის სტატუსის საფუძველზე, ავსტრალიამ სრული დამოუკიდებლობა მიიღო, თუმცა კი შეინარჩუნა განსაკუთრებული ურთიერთობა ბრიტანეთის მონარქიასთან. მოქმედებს 1801 წელს მიღებული კონსტიტუცია, რომლის საფუძველზეც ავსტრალია კონსტიტუციური მონარქიაა.

ავსტრალიის სახელმწიფო მეთაური ბრიტანეთის მონარქია, რომელიც ქვეყანაში გენერალ-გუბერნატორის სახითაა წარმოდგენილი. 1999 წელს საყოველთაო რეფერენდუმის დროს ავსტრალიის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი კვლავ მონარქიის ინსტიტუტის არსებობას დაუჭირა.

ავსტრალიის პარლამენტი შედგება ორი პალატისაგან, წარმომადგენელთა პალატისა და სენატისაგან. პირველში სამი წლის ვადით 150 დეპუტატს ირჩევენ, სწორედ ამ პალატაში უმრავლესობის მქონე ლიდერი ხდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც სათავეში უდგას ავსტრალიის მთავრობას. სენატში ყოველი შტატი 12 სენატორით არის წარმოდგენილი, ტერიტორიები კი - ორ-ორი წევრით. სენატორთა არჩევის ვადა ექვსი წელია.
სახელმწიფო სისტემა: კონსტიტუციური მონარქია - ფედერალური საპარლამენტო სახელმწიფო.
სახელმწიფოს მეთაური: დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II (1952 წლიდან), რომელსაც ქვეყანაში წარმოადგენს გენერალ-გუბერნატორი.
მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი.
საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (150+76 წევრი).
ეროვნული დღესასწაული: 26 იანვარი - ავსტრალიის დღე.

მასალის ავტორია  დათო დოღონაძე 

კატეგორია: გეოგრაფია | ნანახია: 2631 | დაამატა: balu | ტეგები: avstraliis, avstralia, qalaqebi, კონტინენტი - ავსტრალია / avstraliis | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.