Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 1 » ქალმა სიკვდილიდან ერთ თვეში იმშობიარა
9:41 PM
ქალმა სიკვდილიდან ერთ თვეში იმშობიარა

უნიკალური შემთხვევა მოხდა ამერიკის "Helen DeVos" კლინიკაში, რომელიც მდებარეობს ქალაქ Grand Rapids მიჩიგანის შტატი. 26-წლის გოგონა გახდა დედა თავისი სიკვდილიდან ერთ თვეში. ექიმები ხელოვნურად უნარჩუნებდნენ ტყუპებს სიცოცხლეს, რომლებითაც იყო ფეხმძიმედ ქალი, სიკვდილის მიზეზი კი ტვინის ანევრიზმა ყოფილა. 5 აპრილს ბიჭებს, რომლებსაც ნიკოლასი და ალექსანდრე დაარქვეს, მოევლინენ ქვეყანას. პატარები დაიბადნენ თითქმის 3 თვით ვადაზე ადრე, ისინი იწონიდნენ 700 და 500 გრამს, ამიტომ პატარები მოათავსეს სპეციალურ ინკუბატორში.

ბიჭების დედა ქრისტინა ბოლდენი გარდაიცვალა მძიმე დაავადებისაგან ფეხმზიმობის მე-20 კვირაზე, მაგრამ ექიმებმა გადაწყვიტეს და გარისკეს ნაყოფის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ სპეციალური აპარატით ხელოვნური ფილტვების ვენტილაციით. 25 კვირაზე, რომელიც ითვლება კრიტიკულ ნორმად, გინეკოლოგებმა გარდაცვლილს ჩაუტარეს საკეისრო კვეთა.

ექიმები არ გამორიცხავენ რომ, ნიკოლასი და ალექსანდრე ძალიან ჩამორჩებიან განვითარებას. სტატისტიკურად დაახლოებით 70% ბავშვებისა რომლებიც დაიბადნენ 25-ე კვირაზე გადარჩნენ, მაგრამ დიდი რისკი არსებობს რომ მათ განუვითარდეთ ქრონიკული დაავადებები.

"ჩვენ იმედი გვაქვს რომ პატარები გადარჩებიან. მაგრამ ისინი ჯერ ძალიან პატარები არიან რომ რაიმე დასკვნები ან პროგნოზი გავაკეთოთ" ამბობს მიჩიგანის კლინიკის პროფესორი კოსმან ვანდევენი. 1982 წლიდან დღემდე მსოფლიოში 30 ასეთი უნიკალური ოპერაციაა გაკეთებული.


wyaro

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 944 | დაამატა: chanchalarezo15 | ტეგები: უნიკალური შემთხვევა მოხდა ამერიკის , რომელიც მდებარეობს ქალაქ Grand Rapi | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.