Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 2 » ქეთა თოფურია გამოძახებით
11:24 PM
ქეთა თოფურია გამოძახებით
უკვე კარგა ხანია რუსეთში არსებობს ასეთი მომსახურება, ცნობილი ადამიანი გამოძახებით დიდი ფულის სანაცვლოდ. გარდა
იმისა, რომ ნებისმიერ ბომონდურ სიტუაციაში თავისიანად მიიღებენ, ბონუსის სახით კლიენტი იმასაც იღებს, რომ მეორე დღეს მთელი პრესა ილაპარაკებს მისი და ვარსკვლავის შესაძლო რომანზე, რაც მის წისქვილზე აშკარად ასხამს წყალს.რა ფასებია, არ გაინტერესებთ? ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მაგალითად, ჟანა ფრისკეს ესკორტად აყვანა დაახლოებით 15 ათასი დოლარი ღირდა. ამ თანხას, როგორც წესი, დამქირავებელი ვარსკვლავის აგენტს უხდის. როგორც ჩანს ქეთა თოფურიასაც გამოუჩნდნენ "კლიენტები" ვინც ქეთას სტუმრობისთვის სოლიდურ თანხას გადაიხდის. სოლიდური თანხის გადახდის გარდა, მას ლუქს-კლასისავტომობილი უნდა ჰყავდეს და ძვირად ღირებული კოსტიუმი ეცვას - ვარსკვლავი მის გვერდით რომ არ "გაბანძდეს". დაცვასაც გადაუხადოს თანხა. როგორც ჩანს ქეთა თოფურია ყოველდღე უფრო პოპულარული ხდება რუსეთში და ეს ბევრი ქართველისთვის სასიხარულოა. ალბათ ყველასთვის სასიხარულო იქნება, ქეთას რომ რუსული ჯარისთვის არ ემღერა, მაგრამ ასე თუ ისე ეს ამბავი წარსულს ჩაბარდა და ქეთამ საქართველოში დაკარგა პოპულარობა, მაგრამ რუსეთში აშკარად მოიმატა. ქეთამაც აუღო ალღო სიახლეს და გამოიყენა. მით უმეტეს, რომ დღესდღეობით მასზე აშკარად დიდი მოთხოვნაა და პოპულარობის ყველა დივიდენდი უნდა მიიღოს.რამდენიმე დღის წინ ქეთა ყველაზე სექსუალურ რუს ქალბატონთა სიაშიც შეიყვანა მამაკაცების ჟურნალმა FHM-მა.

წყარო :  intermedia.ge
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 979 | დაამატა: chanchalarezo15 | ტეგები: ქეთა თოფურია გამოძახებით | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.