Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 6 » ლადო ასათიანი
0:33 AM
ლადო ასათიანი
ვის უნახავს სასაფლაო,უფლის ხელით დახატული,
აქეთ-იქით საფლავები და მათ შორის ნაკადული,
და მათ შორის ნაკადული,ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,
ვით იესოს ტანჯულ მკერდზე
გადმომსკდარი სისხლის ღვარი?
ვის უნახავს სასაფლაო,უფლის ხელით დახატული,
ვის უნახავს,საფლავებში როგორ მოქრის ნაკადული,
როგორ მოქრის,როგორ მოქუხს,ვით სიცოცხლე უშიშარი,
და როგორ დუმს სასაფლაო,ვით იესოს ლურჯი ტანი?
ვის უნახავს ყვავილები ნაკადულის ნაპირებზე
და პეპლები,ყვავილებზე დაფრენას რომ აპირებდნენ,
დაფრენას რომ აპირებდნენ შავი ჯვრების მაღლობიდან
და ტკბებოდნენ ნაკადულის საამური გალობითა?
ვის გინახავთ სასაფლაო,თავს რომელი იმეტებდით?
მე მინახავს,მე მიცვნია,დაკარგული იმედები,
გაფრენილი ოცნებები,გაძარცვული გვირგვინები,
მე მინახავს,ვით სიცოცხლეს,მე - სიცოცხლე ვიგინები.
ეს მე ვმდგავარ,შვილო ჩემო,ცივი ქვების პირდაპირა
და სიკვდილი შავფრთიანი ყელს მხვევია ბირდაბირად.
მე მიგვრძნია შავი შიში ამ მდუმარე ლოდებიდან:
მეც აქ უნდა დამეძინოს,მეც აქ უნდა მქონდეს ბინა!
იქნებ ეგ სულ მალე მოხდეს,იქნებ,ღირს ვარ გასაწირად,
მაშინ ერთი დაიხსომე,ჩემო ქალო პაწაწინავ:
მოცქრიალდი ჩემ საფლავთან,
ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,
ვით ეს შლეგი ნაკადული,ვით ყვავილთა დედოფალი,
დაიხარე პიტალოზე ამაყი და დამამშვენი,
და,ყვავილთა დედოფალო,მოიგონე მამაშენი,
მოიგონე მამაშენი,შუშა-ოქროდ გასაზრდელო,
თქვი,რომ მოკვდა სიყვარულით,შეუყვარდა საქართველო.
თქვი და ისე გაიცინე,მანანაო თვალხატულავ,
რომ მე გულზე გადმიქროლოს სიცოცხლედ და ნაკადულად!
ვის უნახავს სასაფლაო,უფლის ხელით დახატული,
ვის უნახავს საფლავებში როგორ მოჰქრის ნაკადული,
როგორ მოქრის,როგორ მოქუხს,ვით სიცოცხლე უშიშარი,
და როგორ დუმს სასაფლაო,ვით იესოს ლურჯი ტანი?!
კატეგორია: ხელოვნება/პოეზია | ნანახია: 1080 | დაამატა: balu | ტეგები: leqsebi ., lado asatiani, lado asatianis, ლადო ასათიანი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.