3:02 PM მაზარინის ბიბლიოთეკა | |
"მაზარინის ბიბლიოთეკა" - წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძველ საჯარო და უნიკალურ ბიბლიოთეკას საფრანგეთში,რომელიც განთავსებულია ქვეყნის დედაქალაქ პარიზში.თავდაპირველად აღნიშნული ბიბლიოთეკა,გახლდათ საფრანგეთის სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწის,საყოველთაოდ ცნობილი,საფრანგეთის პირველი მინისტრის (1650-1661 წლებში),კარდინალის და გამოჩენილი მეცენატის,წიგნებზე უზომოდ შეყვარებული ბიბლიოფილის - ჯულიო მაზარინის (1602-1661 წლები) კერძო საკუთრება.(ავტორი გენია.ჯი) საფრანგეთის ისტორიაში "ფრონდას" სახელით ცნობილი მოვლენების დროს (1648-1653 წლები - ფაქტიური სამოქალაქო ომი საფრანგეთისა),მაზარინმა პარიზი დატოვა,რის შედეგადაც მის მიერ შექმნილი პირველი ბიბლიოთეკა საერთოდ დაკარგული იქნა.მას შემდეგ რაც პარიზში დაბრუნდა,მან იპოვა საკუთარ თავში ძალა,რომ კვლავ დაეწყო უნიკალური ბიბლიოთეკის შექმნა.ამას კი ყოველივეს,მისი წიგნებისადმი განუზომელი სიყვარული ახლდა თან.1643 წლიდან,ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომი გახდა ფართო საზოგადოებისათვის,მათ შორის მეცნიერებისა და სტუდენტებისათვისაც.ყველა აღტაცებული იყო მაზარინის მიერ შექმნილი საოცარი ბიბლიოთეკით და შესაბამისად არასოდეს აკლდა მკითხველი.1661 წლის 9 მარტს,დიდი ბიბლიოგრაფი აღესრულა.მისი ანდერძის თანახმად "მაზარინის ბიბლიოთეკა" საჩუქრად გადაეცა,პარიზის ისტორიული უნივერსიტეტის ერთ-ერთ ნაწილს - "ოთხი ერის კოლეჯს" (მართლაც განუზომლად შეუფასებელი საჩუქარია - გენია.ჯი).1682 წელს,კოლეჯის აღმოსავლეთ ფრთაში (სადაც 1805 წელს საფრანგეთის სამეცნიერო ინსტიტუტიც იქნა განთავსებული),გაიხსნა "მაზარინის ბიბლიოთეკა". საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში (1789-1794 წლები),ბიბლიოთეკას 60 000 ტომი წიგნი გადაეცა საჩუქრად (აღნიშნული წიგნები კონფისკაცირებულ იქნა ეკლესიებისა და დიდებულთა სასახლეებიდან).სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება "მაზარინის ბიბლიოთეკისათვის" ოფიციალურად "საჯარო" სტატუსის მინიჭება.აღსანიშნავია,რომ ამ უნიკალურ ბიბლიოთეკაში,სხვა უამრავ უძვირფასეს წიგნთან ერთად დაცულია,მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი "გუტენბერგის ბიბლია",რომელსაც "მარაზინის ბიბლიად" მოიხსენიებენ.დღესდღეობით - "მარაზინის ბიბლიოთეკა" საჯარო-საგანმანათლებლო ფუნქციის მატარებელია და მას ყოველდღიურად უამრავი წიგნის მოყვარული სტუმრობს.დარწმუნებული ვარ,აღნიშნულ ბიბლიოთეკაში,თითოეული წიგნის მოყვარული უდიდეს სიამოვნებას მიიღებს იმ უნიკალური საგანძურის ხილვისას,რასაც დიდმა ბიბლიოფილმა - ჯულიო მაზარინიმ,მთელი მისი შეგნებული სიცოცხლე შეალია.(წყარო გენია.ჯი). | |
|