4:36 PM მოხარშული კრემი , moxarshuli kremi , modugebuli kremi | |
ფრანგული სამზარეულო განთქმულია თავისი დახვეწილი კერძებით და დელიკატესებით. ფრანგული რეცეპტები დიდი წარმატებით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. მოხარშული კრემი პატისიერი ყველაზე გავრცელებული და ყველასათვის საყვრელი კრემია. მოხარშული კრემი ფართოდ გამოიყენება ტორტებისა და ნამცხვრებისთვის.( მაგალითად ნაპოლეონისთვის და ტრუბოჩკებისთვის.) ინგრედიენტები: რძე 2ჭიქა შაქარი 2/3ჭიქა კვერცხი 2ც ფქვილი 2 ს/კ ვანილი 1პაკეტი მომზადების წესი: მივიყვანოთ ადუღებამდე 2ჭიქა რძე და 2/3 ჭიქა შაქარი. ცალკე ჭურჭელში გავთქვიფოთ მიქსერით 2კვერცხი და 2ს/კ ფქვილი და დავამატოთ ნელ-ნელა რძიანი მასის ნახევარი თან ვთქვიფოთ. შემდეგ ერთი მოძრაობით გადავასხათ ეს მასა დარჩენილ რძიან ქვაბში, მივიყვანოთ ადუღებამდე, თან განუწყვეტლივ ვურიოთ, ოღონდ არ ავადუღოთ! ჩავდგათ კრემიანი ქვაბი გასაციებლად ცივ, ყინულიან წყალში. მოხარშულ კრემს შეგვიძლია შევათქვიფოთ ნაღების კარაქი(200გრ). ეს მიანიჭებს კრემს უზომოდ მდიდარ, ამავდროულად დახვეწილ, ნაზ გემოს და მშვენიერ ნაზ ნაღების სტრუქტურას. | |
|