Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 1 » მომხიბვლელი, მდიდარი მამაკაცები და მათი შეუხედავი ცოლები
9:26 PM
მომხიბვლელი, მდიდარი მამაკაცები და მათი შეუხედავი ცოლები
პირს ბროსნანის მეუღლე ყოფილი ტელეწამყვანი კელი შეი სმიტია. მომხიბვლელი ირლანდიელი მამაკაცი, ლეგენდარული ჯეიმს ბონდი, 60 წლის ასაკშიც ინარჩუნებს სექსუალობას და კვლავაც ხიბლავს ყველა ასაკის ქალებს. უკვე 17 წელია მის გვერდით საპატიო ადგილს ყოფილი ტელეწამყვანი კელი იკავებს, თუმცა კელის კარგა ხანია ''ხელიდან გაექცა'' გარეგნობა და წონა, ქალი ყოველ წელს სულ უფრო უარეს ფორმაში ჩნდება საზოგადოების წინაშე. მომავალი ცოლი პირს ბროსნანმა 1994 წელს მექსიკაში გაიცნო, როცა კელი მისგან ინტერვიუს იღებდა. 

მსახიობმა სარა-ჯესიკა პარკერმა, უფრო სწორად კი მისმა გმირმა კერი ბრედშოუმ ვერაფრით მოახერხა კრის ნოტის გმირის - მისტერ ბიგის საკურთხეველთან მიყვანა ფილმში ''სექსი დიდ ქალაქში'', სამაგიეროდ, ეს რეალურ ცხოვრებაში მშვენივრად მოახერხა დამწყებმა მსახიობმა ტარა უილსონმა, თუმცა ქალს ამისთვის, არც მეტი არც ნაკლები, 10 წელი დასჭირდა. 4 წლის წინ წყვილს საერთო ვაჟიც ეყოლა. ქორწილი 2012 წელს შედგა, მეტად რომატიკულ გარემოში. არადა, კრისმა მომავალი ცოლი თავის ბარში გაიცნო, როცა ტარა სამსახურის საძებნელად მივიდა - ოფიციანტად უნდოდა მუშაობის დაწყება, ახლა წყვილს ამ ბარის გარდა კიდევ რამდენიმე კაფე და ჩაის სალონი აქვთ.



მსახიობ ჰიუ ჯეკმანის ცოლი მსახიობი დებორა-ლი ფერნესია. მამაკაცს, რომელიც არაერთხელ გამხდარა პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცის ტიტულის მფლობელი, ნებისმიერი ლამაზმანის ხელში ჩაგდება შეეძლო, ის კი, ყველას გასაოცრად, უკვე 15 წელია ერთგულად ცხოვრობს 13 წლით უფროსი ცოლის გვერდით, რომელსაც ჰოლივუდურ წრეებში ზურგს უკან ხშირად ''უსახურ თაგუნიას'' ეძახიან. წყვილმა ერთმანეთი 1991 წელს გაიცნო, როცა დებორა პოპულარული მსახიობი იყო, ჯეკმანი კი - ყველასთვის უცნობი. ისინი მალე მიხვდნენ, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილი. ჯეკმენების წყვილი ორ ნაშვილებს ბავშვს ზრდის. 



მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ექიმის ჰაუსის რეალური მეორე ნახევარი თეატრის ადმინისტრატორი ჯო გრინია. კინოს ისტორიაში ყველაზე სექსუალურ ექიმად აღიარებულ ჰიუ ლორის თავისი მომავალი მეუღლე გასული საუკუნის 80-იან წლებში გაუცნია. წყვილი ჯერ დამეგობრდა, შემდეგ ერთმანეთი შეუყვარდათ. ჰიუ ლორი ამბობს, რომ ცოლი დღემდე მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანია და ქალში ყველაზე მეტად ლოგიკური აზროვნების უნარს აფასებს.



''ფეისბუქის'' დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა თავისი თანაკურსელი პრისცილა ჩანი მოიყვანა ცოლად. მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის, შესაშური სასიძოს რჩეული არა რომელიმე სუპერმოდელი ან მსახიობი, არამედ 2004 წელს უნივერსიტეტის დერეფანში გაცნობილი გოგონა გახდა. როგორც ცუკერბერგი აცხადებს, პრისცილას ის 9 წლის განმავლობაში ხვდებოდა და გოგონამ თავისი უბრალოებით მოხიბლა. როგორც მარკს, ასევე პრისცილას არ უყვართ ფუფუნება, ძვირფასი ნივთები და სრულიად მშვიდად აღიქვამენ თავს დამტყდარ პოპულარობას.



მსახიობი ვენსან პერესი და მოდელი კარინ სილა უკვე დიდი ხნის ცოლ-ქმარი არიან. დონ-ჟუანების როლების შემსრულებელი ვენსან პერესი ცხოვრებაში წესიერი მეოჯახე და იდეალური ქმარია, უკვე მრავალი წელია მისთვის მხოლოდ ერთი ქალი არსებობს - მეუღლე კარინი, რომელთანაც ოთხი შვილი ჰყავს. კარინს ფრანგი და სენეგალელი მშობლები ჰყავს, მისი სიყვარულის მოსაპოვებლად კი ვენსანს ბრძოლაში მოუწია ჩაბმა, მასზე დანიშნულმა კარენმა ვენსანს მოულოდენლად ნიშნობის ბეჭედი დაუბრუნა და მის საუკეთესო მეგობარს, ჟერარ დეპარდიეს გაჰყვა ცოლად. რამდენიმე წელიწადში დეპარდიეს და კარინის ოჯახი დაინგრა და ვენსანმა მაშინვე სთხოვა საყვარელ ქალს ცოლობა, ჟერარ დეპარდიე კი მათ ქორწილში ხელისმომკიდე იყო. 



''გუგლის'' მფლობელი, კიდევ ერთი ახალგაზრდა მილიარდერი სერგეი ბრინი კი ბიოინჟინერ ანა ვოიჟიცკიზეა დაქორწინებული. 16,6 მლრ დოლარის მფლობელმა ბრინმა ანა სტუდენტობისას გაიცნო, როცა მისი დისგან ავტოფარეხს ქირაობდა თავის მომავალ კომპანიონთან ერთად, ოფისის ფული რომ დაეზოგათ და იქ ემუშავათ. წყვილმა ქორწილი 2007 წელს ბაჰამის კუნძულებზე, გასაიდუმლოებულ ვითარებაში გადაიხადა. ამჟამად ანა კვლევით სამუშაოებს აწარმოებს გენეტიკის სფეროში, ბრინი კი უხვად აფინანსებს ცოლის მეცნიერულ ცდებს.



''დაკარგულების'' ვარსკვლავი ჯოშ ჰოლოვეი უკვე 10 წელია დაქორწინებულია ინდონეზიელ იესიკა კუმალაზე და თავს ბედნიერ მამაკაცად მიიჩნევს. ჯოშმა იცის, რომ უამრავი ქალის კერპია და ამას სრულიად მშვიდად აღიქვამს, ამბობს, რომ ცოლს მისი სჯერა და ეს ოჯახური თანაცხოვრებისთვის სრულიად საკმარისია. 

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1179 | დაამატა: chanchalarezo15 | ტეგები: მდიდარი მამაკაცები და მათი შეუხედავ, მომხიბვლელი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.