Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 18 » პონჩიკები/ფუნჩულები
4:44 PM
პონჩიკები/ფუნჩულები
ინგრედიენტები
ცომისთვის:
ფქვილი – 750გრ
რძე – 1-2ჭიქა
საფუარი 3-4ჩ/კ
შაქარი 3ს/კ
ვანილინი 1პაკეტი
კვერცხი 2ც
კარაქი 50გრ
მარილი ½ ჩ/კ

გულსართისთვის:
მოხარშული შესქელებული რძე

ამას გარდა:
შაქრის პუდრი თავზე მოსაყრელად
ზეთი შესაწვავად.
მომზადების წესი:
საფუარი გავხსნათ 1 ჭიქა რძეში, რომელშიც არის გახსნილი 1ჩ/კ შაქარი.
ფქვილი გავცრად, გავუკეთოთ შუაგულში ჩაღრმავება და ჩავასხათ საფუარიანი მასა. დავტოვოთ სანამ არ ამოიბერება და არ გაიზრდება ზომაში საფუარიანი მასა და თავზე არ გაუჩნდება მსხვილი ბუშტუკები და ჩაღრმავებები.
დავამატოთ კარაქი და კვერცხი ათქვეფილი შაქართან ვანილთან და მარილთან ერთად. დავიწყოთ ცომის მოზელვა ცენტრიდან პერიფერიისკენ თანდათან ვამატოთ ცხელი რძე, მოვზილოთ ძალიან რბილო ცომი ისეთი, რომ ხელს არ ეკრობოდეს.
რძის ხარჯზე დავარეგულიროთ ცომის სისქე. რძე იხმარეთ სანამ არ მიიღებთ სასურველი კონსისტენციის ცომს.
კარგად მოვზილოთ ცომი ჯამში ან მაგიდაზე.
მივცეთ მრგვალი ფორმა.
გადავდოთ ზეთწასმულ ჯამში.

დავაფაროთ თავზე რამე და დავდგათ თბილ ადგილას ამოსასვლელად.

მზა ცომი დავდოთ ცხიმწასმულ მაგიდაზე, გავაბრტყელოთ 2-3 სმ სისქეზე.

ამოვჭრად მრგვალი წრეები 8სმ დიამეტრის მქონე.

დავაწყოთ პერგამენტის ქაღალდზე ისე რომ დავაშოროთ ერთმანეთს 5-6 სანტიმეტრით.


გადავაფაროთ ზედ პირსახოცი და დავდგათ თბილ ადგილას ამოსასვლელად, რის შემდეგაც პონჩიკები უნდა გაიზარდოს ზომაში 2-3-ჯერ, შემდეგ უკვე შეიძლება მისი შეწვა.

ჩავასხათ ტაფაში ზეთი 3 სანტიმეტრის სიმაღლეზე და გავაცხელოთ.

ჩაალაგეთ რამდენიმე პონჩიკი ერთად და შეწვით ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე, ისე რომ არ დაიწვას მაგრამ გამოცხვეს.

დავალაგოთ ქაღალდის პირსახოცზე რომ მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.


შემდეგ გადავალაგოთ პერგამენტის ქაღალდ გადაფარებულ საცხობ ფორმაზე და მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

საკონდიტრო შპრიცით ან კულიოკით შევუყვანოთ გულსართი


შეგიძლიათ მიირთვათ მაშინვე.

გემრიელად მიირთვით.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 2157 | დაამატა: balu | ტეგები: ponchikebis receptebi, პონჩიკების რეცპტი, პონჩიკების ფოტო-რეცეპტი, funchulebis mom, პონჩიკები, ponchikebis gaketeba, ფოტო რეცეპტები, კულინარული რეცეპტები | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.