Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 2 » ფოტომოდელმა მეგობარი მოკლა და შეჭამა
9:22 PM
ფოტომოდელმა მეგობარი მოკლა და შეჭამა
ლენინგრადის ოლქის სასამართლომ დაასრულა საქმის მოსმენა ფოტომოდელის მიმართ, რომელაც მეგობარი ქალი ჯერ მოკლა, შემდეგ კი მისი მირთმევა განიზრახა. კანიბალს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობა მიუსაჯეს.

გამოძიების ვერსიით, 2011 წელს მეგობრები სოფელ ულიანოვკაში ჩავიდნენ, სადაც ფოტოსესია უნდა ჰოქნოდათ. ღამით სხვებთან ერთად მდინარის პირას ერთობოდნენ, დილით კი დაიშალნენ, თუმცა ქალბატონი ვამპირი და კიდევ ერთი გოგონა საბანაოდ დარჩნენ. სწორედ ამ დროს ერთმა წყალში თმებით დაითრია მეორე და დაახრჩო, იმავდროულად ყელში რამდენჯერმე ჩაარტყა დანა. ამის შემდეგ მან ცხედარი წყლიდან ამოიყვანა და მარცხენა ფეხის ჭამა დაიწყო.

ამ საშინელი ფაქტის შემდეგ გოგონამ ჩვეულებრივად გააგრძელა სოფელში დასვენება, ორი დღის შემდეგ კი ნაცნობს დაურეკა, რათა გვამისთვის რამე მოეხერხებინათ. სწორედ ამ ნაცნობის საშუალებით შეიტყო პოლიციამ მკვლელობისა და კანიბალიზმის შესახებ, ვამპირმა კი ყველაფერი თავადვე აღიარა. მან განაცხადა, რომ ადამიანის ხორცის გასინჯვა ცნობისმოყვარეობამ აიძულა.

წყარო: www.presa.ge
 
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1036 | დაამატა: chanchalarezo15 | ტეგები: ლენინგრადის ოლქის სასამართლომ დაასრ, შემდეგ კი მისი მირთმევა განიზრახა. , რომელაც მეგობარი ქალი ჯერ მოკლა | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.