Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 27 » ყავა კონიაკთან ერთად
1:31 PM
ყავა კონიაკთან ერთად
მასალა:

ყავის მარცვლები
შაქარი
კონიაკი
ლიმონის წვენი
ლიმონის ქერქი
დარიჩინის ჩხირი
მიხაკი
არაჟანი
შაქრის ფხვნილი
ვანილის შაქარი
შოკოლადი
თხილი
ათქვეფილი ნაღები
მარილი

მომზადება:

ჩაყარეთ მადუღარაში 2 ჩაის ჭიქა ახლადდაფქვილი ყავა, დაასხით 2 ჭიქა ცხელი წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე, გამორთეთ ადუღებისთანავე. ადუჭებული ყავა ჩამოასხით ჭიქებში, ცალკე მიართვით შაქარი და კონიაკის ჭიქა. მორიგეობით დალიეთ ყავა და კონიანი, მცირე ყლუპებით.

დაფქვით ყავის მარცვლები. ჩაასხით ცივი წყალი მადუღარაში და დაამატეთ დაფქვილი ყავა, დადგით დაბალ ცეცხლზე. ყავის დიდ ჭიქაში ჩადეთ დარიჩინის ნახევარი ჩხირი, რამდენიმე მიხაკი, ლიმონის ან ფორთოხლის ქერქი. დაუმატეთ 50 გრამი კარგი კონიაკი და დაასხით მომზადებული ყავა. შაქარი მიართვით ცალკე.

მოამზადეთ შავი არომატული ყავა მადუღარაში ან ჯეზვაში. ჭიქები შეათბეთ და ჩაასხით თითო სუფრის კოვზი კონიაკი, ჩააგდეთ ორ–ორი შაქრის ნატეხი და დაუმატეთ ცხელი ყავა. ცალკე ათქვიფეთ 1 სუფრის კოვზი სქელი არაჟანი ერთი ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილით და ვანილის შაქრის მწიკვი. მომზადებული ნაღები დაამატეთ ყავის ჭიქაში, ზევიდან მოაყარეთ გაგეხილი შოკოლადი და დანაწევრებული თხილი.

მოადუღეთ მაგარი ყავა (2 ჭიქა წყალზე 3 სუფრის კოვზი დაფქვილი ყავა). ჩაასხით 2 სუფრის კოვზი 70 გრადუსამდე გახურებული კონიაკი, დაუმატეთ 100 გრამი შაქრის ფხვნილი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და ჩამოასხით ჭიქებში. გააფორმეთ ათქვეფილი ნაღებითა და ლიმონის გახეხილი ქერქით.

"ფრანგული ყავის" მოსამზადებლად დაგჭირდებათ 6 ჩაის კოვზი დაფქვილი ყავა, რომელიც საჭიროა გააზავოთ 4 ჭიქა წყალში. მოადუღეთ ყავა დაბალ ცეცხლზე და მომზადების ბოლოს დაუმატეთ მარილის მწიკვი, რის შედეგადაც, ყავა გახდება უფრო გაჯერებული. შეათბეთ ჭიქები ყავისთვის და დაუმატეთ შაქარი გემოვნებით, თითო სუფრის კოვზი კონიაკი და დაასხით ცხელი ყავა. მიართვით მომზადებისთანავე.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1239 | დაამატა: balu | ტეგები: saxlshi, yavis sasmeli, yava, liqioris momzadeba, martivad, koniaktan ertad, ყავა კონიაკთან ერთად, yavis liqiori | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.