Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 6 » როგორ ვაკოცოთ სწორად/rogorc vakocot sworad
10:13 PM
როგორ ვაკოცოთ სწორად/rogorc vakocot sworad
ჩვენ ბავშვობიდან ვეჩვევით კოცნებს. მშობლების კოცნებს, ნათესავების, მეგობრულს, ხანდახან ცხოველებსაც ვკოცნით, მაგრამ როგორ ვისწავლოთ თუ, როგორ უნდა ვაკოცოთ სინამდვილეში, როგორც იტყვიან "ისე როგორც დიდები." ამბობენ კოცნას აქვს დიდი შესაძლებლობები, ერთ კოცნას ხანდახან ბევრი რამის შეცვლა და ბევრი ემოციის გადაცემა შეუძლია. აი აქვე იხილეთ რამოდენიმე რჩევა ამ თემაზე.



საფეხურები
1იმ შემთხვევაში თუ კოცნა გიწევთ პირველად, მთავარია, რომ არ აღელდეთ ძალიან, ხელის გულების გაოფლიანება და მუხლების კანკალი პირველი კოცნის თანმდევი სიმპტომებია მაგრამ არაუშავს. შექმენით ინტიმური გარემო, განათება დაბალზე, ასეთ სიტუაციებში ყველაფერი თავისით ხდება. ნუ შექმნით ისეთ შეხედულებას, რომ პროფესიონალი ხართ კოცნის, ნურც შეეცდებით რამე ახალი გამოიგონოთ სპონტანურად. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ და მარტივად ტუჩების შეხება ნაზად და ფაფუკად.
2ყველანაირ სიტუაციაში, ინტუმურ ან თუნდაც ჩვეულებრივ, არ დაივიწყო ჯანსაღი სუნთქვა. არ ღირს გოგოსთან შეხვედრისას რესტორანში შეუკვეთო ხორცი ნივრით ან სალათი ხახვით. ეს ყოველგვარი ეჭვგარეშე უხერხულობას შეგიქმნის.

კოცნის მომენტში ნუ გაიყინები ერთ ადგილას. გააკეთე იმპროვიზაცია, მოეფერე პარტნიორს თმაზე, სახეზე, შეეხე კისერს, დაადე ხელი მხარზე და ასე შემდეგ.
4ნუ შეჩერდებით კოცნის ერთ სახეობაზე. ბევრი უპირატესობას ანიჭებს "ფრანგულ კოცნას", მას ასევე ეძახიან "სველ კოცნას" არსებობს მცდარი შეხედულებები, რომ კოცნა ენის გამოყენებით ყველაზე "გონებამახვილურია" და ვნებიანი. შეიძლება უბრალოდ ტუჩს პატარა ნაწილზე ოდნავ კბენამ ბევრად აღაგზნოს პარტნიორი ვიდრე ენამ. ძალიან ბევრს სულაც არ მოწონს "სველი კოცნები" მითუმეტეს ქუჩაში წვინიამ ამინდში.
5გოგოებს ბევრად უფრო მოსწონთ კოცნა ვიდრე ბიჭებს. თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ ასე ვთქვათ სერიოზული ურთიერთობები, მაშინ შეგიძლიათ ხშირად აკოცოთ პარტნიორს. ხოლო თუ კოცნის არის გაცდენილი თქვენი ურთიერთობა, მაშინ გახსოვდეთ რომ ქალებისთის კოცნას აქვს დიდი მნიშვნელობა აკოცეთ დაწყებისას, დასრულების შემდეგაც.
6სამწუხაროდ ზოგ ადამიანებს ვისაც სექსუალური გამოცდილებაც კი აქვთ არც მათ არ იციან სწორად კოცნა. სხვა პარტნიორი გყავს? წინა გკოცნიდა სხვანაირად? "უსმინე" პარტნიორს. მიაქციე ყურადღება მის ქცევებსა და ჟესტებს. თუ მოგწონს ესეიგი თქვენ უხდებით ერთმანეთს, თუ არადა პირდაპირ სჯობს უთხრათ, რომ მან არ იცის კოცნა, ან რაც არ გსიამოვნებთ. აჩვენე მას, როგორ მოგწონს შენ, აუხსენი სხეულითა და ტუჩებით. ქალიც რეაქციას კოცნისას უფრო ადვილად დააფიქსირებთ ის მძმედ სუნთქავს, კაცები უფრო თავშეკავებულად იქცევიან, მაგრამ მაინც ყველა შემთხვევაში მიხვდებით, მოსწონთ მათ თუ არა.
7გახსოვდეს, რომ პრაქტიკა და გამეორება იზამენ თავის საქმეს მაინც და გახდები კოცნის პროფესიონალი. მთავარია დაუკვირდე პარტნიორის რეაქციებს. ჩართე წარმოსახვა. წარმოიდგინე და გაიხსენე, როგორ კოცნიან ერთმანეთს შენს საყვარელ ფილმში და როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი გვერდიდან.
8არის კოცნის ბევრი შესაძლო ვარიანტი, აი რამოდენიმე მათგანი: თუ გოგონა გაწითლდა და შეკუმშული ტუჩებით ეხება პარტნიორს ეს მიზანმიმართული კოცნაა. თუ ის კოცნის მას ტუჩების შუაში, გვერდიდან, ეს არის ნაზი კოცნა, თუ კოცნისას ორივეს სველი თუჩები აქ ეს - ვნებიანი კოცნაა. კოცნას ენის ნაზი მოძრაობებით ეძახიან "გამახურებელს".
9გახსოვდეს სულ, რომ პარტნიორის და საყვარელი ადამიანის კოცნა შეიძლება არა მარტო ტუჩებში! კოცნა კისერში არის ძალიან ინტიმური. ცხივრზე და ლოყებზე კიდევ სახალისო, ყურთან - პროვოკაციული. რაც ქვემოთ არის კოცნა მით უფრო ვნებიანი და გამახურებელია.

წყარო : out.ge
კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 1846 | დაამატა: balu | ტეგები: egredwodebuli zasaoba, როგორ ვაკოცოთ სწორად/rogorc vakocot, zasaobis sheswavla | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.