4:40 PM საზაფხულო ტოლმა | |
ინგრედიენტები: ფარში შერეული 1კგ მრგვალი ბრინჯი 100გრ ხახვი 2ც დაფქული შავი წიწაკა 1ჩ/კ წითელი პომიდორი 500გრ ბადრიჯანი 500გრ ნივრის კბილი 4ც ქინძი 1კონა მარილი 2,5ჩ/კ მწვანე ბულგარული 500გრ ზეთი 100მლ რეჰანი 1კონა მომზადების წესი: ბრინჯი მოვხარშოთ ნახევრად, გადავწუროთ წყალი და გადავავლოთ ცივი წყალი. ხახვი და ქინძი დავაბლენდეროთ, ან წვრილად დავჭრად და შევურიოთ ფარშს. შევურიოთ ასევე სანელებლები: მარილი, დაფქული წიწაკა. ამის მერე კარგად ამოვურიოთ ფარშს. ბოსტნეულის არჩევანი თქვენზეა, თუმცა პომიდორი და ბულგარული აუცილებელია. ბადრიჯნები უნდა იყოს პატარა ზომისები. ბულგარულს მოვაჭრათ ყუნძი და გამოვაცალოთ თესლები დანით, ბადრიჯანსაც მოვაჭრათ ყუნწი და გამოვუღოთ რბილობი ფრთხილად დანით, პომიდორებსაც ფრთხილად მოვაჭრათ ზედა ნაწილი და ამოვუღოთ რბილობი ჩაის კოვზით, გადავდოთ ცალკე ჭურჭელში. შევავსოთ ბოსტნეული ფარშით, ამოვავსოთ ყველა ნაპრალი, არ დავტოვოთ თავისუფალი სივრცე. სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ზეთი დაახლოებით ორი თითის სიმაღლეზე.(ზეითუის ზეთი არ გამოგვადგება ამჯერად) ჩავალაგოთ ბოსტნეული ფენებად – ბულგარული, ბადრიჯანი და პომიდორი. ეცადეთ ბოსტნეული ჩაალაგოთ ძალიან მჭიდროდ, სიცარიელეების შევსება შეიძლება ფარშის ბურთულებით. პომიდვრის რბილობს ვჭრით დანით, ვამატებთ დაჭრილ ან დაჭყლეტილ ნიორს, ვამატებთ მარილს და ნახევარ ჭიქა წყალს. მოვასხათ ეს მასა ბოსტნეულს, ზევიდან მოვაყაროთ დაჭრილი რეჰანი და დავდგათ ქვაბი საშუალო ცეცხლზე. როცა დუღილს დაიწყებს დავუწიოთ გაზს, დავახუროთ ქვაბს თავსახური და ვადუღოთ 1,5-2 საათი. მაგიდასთან მიტანა შეიძლება მწვანილით, რეჰანით და არაჟნით. გემრიელად მიირთვით. | |
|