Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 1 » სკოლიდან გარიცხული ვარსკვლავები
11:19 AM
სკოლიდან გარიცხული ვარსკვლავები

ბევრს საუბრობენ იმ ვარსკვლავებზე, რომლებსაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები აქვთ დამთავრებული, თუმცა კარგი განათლება ჰოლივუდისთვის პრიორიტეტული სულაც არაა.

უფრო მეტიც, ჰოლივუდის ვარსკვლავთა დიდმა ნაწილმა მე-12 კლასამდეც კი ვერ მიაღწია. ''უდიპლომოთა'' სიაში კი შოუბიზნესის შემდეგი წარმომადგენლები მოხვდნენ:

ჯესიკა სიმპსონი, რომელმაც სკოლა მაშინ მიატოვა, როდესაც მისი ვოკალით ''კოლუმბია რეკორდსის'' აღმასრულებელი პროდიუსერი დაინტერესდა.

image

წარმოშობით კანადელი კომიკოსი ჯიმ ქერი კი სკოლიდან 16 წლის ასაკში გამორიცხეს.

image

ჰილტონების მემკვიდრეს, პერის ჰილტონს ხშირად უწევდა სკოლების გამოცვლა. ერთ დროს ლედი გაგას სკოლელიც კი ყოფილა, თუმცა სკოლაში წესების დარღვევის გამო გამოაგდეს და დიპლომის გარეშე დარჩა. აღსანიშნავია, რომ პერის ჰილტონი ყოველწლიურად ჩატარებული გამოკითხვებით ყველაზე სულელ ქალთა ათეულს ''ამშვენებს''.

image

ჯონ ტრავოლტაც ჯიმ ქერის მსგავსად 16 წლის იყო, როდესაც სკოლიდან გამორიცხეს.

image

ერთ-ერთი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი კინოს ისტორიაში, მარლონ ბრანდოც ''უდიპლომო'' ვარსკვლავია. მიუხედავად იმისა, რომ მას არ უნდოდა სკოლის მიტოვება, ის მაინც გარიცხეს.

image

კრისტინა ეპელგეიტმა კი საკუთარი ნებით დატოვა სკოლა მე-11 კლასში, რათა მეტი დრო დაეთმო სიმღერისთვის. პროდიუსერმა მამამ და მსახიობმა დედამ ქალიშვილს წინააღმდეგობა აღარ გაუწიეს და დაეხმარნენ ნამდვილ ვარსკვლავად ქცეულიყო.

image

კამერონ დიასს კი ადრეული ბავშვობიდან აწუხებდნენ სამოდელო სააგენტოებიდან და მასაც ბევრი არ უყოყმანია. სკოლის დამთავრებას არ დაუცადა და აქტიურად ჩაერთო სამოდელო საქმიანობაში. დღეს ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია.

image

14 წლის ტომ კრუზი ბედის საძებნელად ნიუ იორკში გაეშურა. ის სასულიერო სკოლაში სწავლობდა და ყველა მღვდლობას უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ სკოლის სპექტაკლში თამაშისას გადაწყვიტა, რომ მსახიობობა მისი საქმე იყო.

image

ეს იმ ცნობილ ადამიანთა ჩამონათვალია, რომლებმაც განათლების გარეშე მიაღწიეს წარმატებას, თუმცა ასეთი რამ საკმაოდ იშვიათად ხდება და მსგავსმა მაგალითებმა სწავლის მიტოვების მოტივაცია არავის არ უნდა მისცეს.

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1003 | დაამატა: chanchalarezo15 | ტეგები: ბევრს საუბრობენ იმ ვარსკვლავებზე, რომლებსაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერ, თუმცა კარგი განათლება ჰოლივუდისთვის | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.