Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 3 » ტკიპა
10:30 PM
ტკიპა
პარაზიტი (სისხლის მწოველი) ტკიპა არის დაახლ. 2,5 მმ (მამრი) და 4 მმ (მდედრი) სიდიდის. სისხლის ამოწოვის შემდეგ, მოზრდილ ტკიპებს შეუძლიათ სიდიდით 11 მმ-საც კი მიაღწიონ. სხეული აქვთ ოვალური და ტომრის ფორმის. ტკიპებს აქვთ 8 კიდური და ერთი ხორთუმი (ადვილი მისახვედრია რისთვისაც), რომელიც სამაგრით არის აღჭურვილი.
ტკიპა ტავისი განვითარებისტვის ამჯობინებს ნოტიო საცხოვრებელ ადგილს. ასეთი პირობებია ჩალის ღეროში, ბუჩქნარში, პარკებში, ტყის პირას, შერეული და ფოთლოვანი ტყეების ნათელ ადგილებში. მაღალი ხეები არიან შეუფერებელი საცხოვრებელი ადგილები მათთვის.

ტკიპები ბობღავენ ბუჩქებზე ან ბალახის ღეროებზე 1,5 მ-ის სიმაღლემდე, მაგრდებიან იქ და მხოლოდ მაშინ მოეშვებიან, როცა შევლენ თავიანთ “მასპინძელთან” კონტაქტში. “მასპინძელზე” ტკიპა ეძებს შესაფერის ადგილს სისხლის ამოსაწოვად (ნოტიოს, თბილს, ადვილად სისხლდენადს …) და თავისი პირის “ხელსაწყოებით” ხსნის კანს. ეს ყველაფერი უმეტეს შემთხვევაში “მასპინძლის” მხრიდან შეუმჩნეველი რჩება.
არსებობს ასევე ამ ყველაფრის ამოცნობის ფაქტორები: ტემპერატურის ქონა, ნაკბენ ადგილზე სეხების დროს ტკივილი … ტკიპა ბრმაა, მაგრამ ფლობს სპეციალურ სუნის ამომცნობ ორგანოს (“ჰალერის ორგანო”). ეს არის ხვრელისებური, მგრძნობელობითი ჯაგრით აღჭურვილი ქემორეცეპტორი, რომელიც, წინა ფეხის წყვილის ტერფებზე მდებარეობს. “ჰალერის ორგანო” არის ამონიაკისებური, ამოსაცნობად როგორც ნახშირორჟანგი ან რძემჟავა.

ტკიპების ერთ-ორ წლიანი განვითარება ოთხ საფეხურად იყოფა. მოზრდილი მდედრები მრავალ ათას კვერცხს დებენ, რომლებიც ჭუპრებად ვითარდებიან (0,5 მმ, ექვსკიდურიანი, საცხოვრებელი ადგილი: ნიადაგი, “მასპინძლები”: პატარა ძუძუმწოვრები და ჩიტები). საკვების მიღების და ე.წ. “კანის გაძრობის” შემდეგ, ჭუპრის მდგომარეობიდან გადადიან ე.წ. “ნიმფების” მდგომარეობაში (1 მმ, 8 კიდურიანი, “მასპინძლები”: ძუძუმწოვრები). შემდეგი სისხლის ამოწოვისა და საბოლოო კანის გამოცვლის შემდეგ ხდებიან სქესობრივად მომწიფებული, მოწითალო-მოყავისფრო ფერის ტკიპები. ისინი საკვების წყაროდ იყენებენ სხვა მოზრდილ სერხემლიანებს, როგორებიც არიან, ადამიანები, შინაური და გარეული ცხოველები.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 988 | დაამატა: balu | ტეგები: tkipa | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.