Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 13 » ვულკანი ჰალასანი
2:02 PM
ვულკანი ჰალასანი
"ვულკანი ჰალასანი" - წარმოადგენს ჩამქრალ ფარისებურ ვულკანს,რომელიც მდებარეობს სამხრეთ კორეის ყველაზე დიდ კუნძულ ჩეჯუდოში.თავის მხრივ იგი ყველაზე პატარა პროვინციას წარმოადგენს ამ ქვეყნისა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აღნიშნული მთა სამხრეთ კორეის უმაღლეს წერტილს წარმოადგენს და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1950 მეტრია.ვულკანური მთა მდებარეობს კუნძულის ცენტრალურ ნაწილში და მისი დანახვა,მიუხედავად მწვერვალზე განფენილი ხშირი ღრუბლებისა,კუნძულის ყველა ნაწილიდან მაინც შესაძლებელია.ადგილობრივები ამბობენ: "ჯეჯუდო - ეს ჰალასანია,ხოლო ჰალასანი - ჩეჯუდოა".ამავე მთაზე აგებულია კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბუდისტური ტაძარი - კვანისმა,რომელიც "კორიოს" ეპოქის ხანაში (935-1392 წლები) იქნა აშენებული.თუმცა მოგვიანებით იგი დანგრეულ იქნა,მაგრამ XX საუკუნეში,კვლავ იქნა აღდგენილი. (ავტორი გენია.ჯი) ტაძრის სიახლოვეს განტავსებულია მემორიალი,მიძღვნილი "ჩეჯუდოს აჯანყების" (1948-1950 წლები) მსხვერპლთა სამახსოვროდ.ვულკანი უკანასკნელად 1007 წელს ამოიფრქვა.დღესდღეობით ვულკანის კრატერში წარმოიქმნა ბუნებრივი ტბა - პანოკტამი.წვიმების სეზონისას,მისი ფართობი იზრდება,რასაც ტბის სიღრმის გაზრდა 100 მეტრამდე მოყვება ხოლმე.
"ვულკანი ჰალასანი" - შეყვანილია ჩრდილოეთ კორეის ბუნებრივ ძეგლთა ნუსხაში,ნომრით 182.
კატეგორია: ბუნება | ნანახია: 883 | დაამატა: balu | ტეგები: qartulad, vulkanebi, halasani, ვულკანი ჰალასანი, sashinelebata, vulkani, cecxlis | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.